სიახლეები
ეტალონი

„დაბადების დღეზე „ეტალონმა“ ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა“ - „ნაძალადევის ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
20-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც "ნაძალადევის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ჩემპიონატის მონაწილეებს პატარა გულშემატკივარი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ამხნევებდნენ.

"ნაძალადევის ეტალონი მოსწავლის" ტიტული თბილისის N133 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ გიორგი ღონღაძემ მოიპოვა:

„ძალიან აღელვებული ვარ. დღევანდელი წარმატება კიდევ უფრო მეტად მიხარია იმიტომ, რომ დღეს იუბილარი ვარ. დაბადების დღეზე „ეტალონმა“ ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა. მინდა ბატონ გოჩას და მთლიან გუნდს უდიდესი მადლობა ვუთხრა ამ სიხარულისთვის. ვფიქრობ, ჩემი წარმატება ჩემი სკოლის, მშობლების და პედაგოგების დამსახურებაა. წელს მესამედ ვიყავი „ეტალონის“ მონაწილე. არასოდეს დამიკარგავს იმედი და მუდმივად ვისწრაფვოდი წარმატებისკენ“.

თბილისის N133 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ ციცო ჭკუასელმა, რომელიც ამავდროულად სკოლის „ეტალონის“ პედაგოგია, სკოლის მასშტაბით მოსწავლეთა ჩართულობაზე ისაუბრა:

„ჩვენის სკოლის მასშტაბით „ეტალონის“ მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. მე ვაღმერთებ „ეტალონს“ და სულ ვამბობ, ეს არის ტაძარი, რომელიც ყველამ უნდა ავაშენოთ. ეს არის ყველაზე ეროვნული, ნამდვილი პროექტი, რომელშიც ჩვენი ახალგაზრდა თაობა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს არაჩვეულებრივ გიორგი ღონღაძეს პროექტის ფინალშიც. ჩვენი წარმატების ფორმულა ალბათ არის მეცადინეობა, არის ის, რომ გვიყვარს ყველაფერი ქართული და გვიყვარს „ეტალონი“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ნაძალადევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება