სიახლეები
ეტალონი

პირველად ქუთაისში! - სპორტის საერთაშორისო დღეს ქუთაისი ''ეტალონის'' ღონისძიებით აღნიშნავს
06-04-2017
-
+


სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ''ეტალონი'' ქუთაისში ღონისძიებას ატარებს.

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ''ეტალონი სპორტსმენი'' გამოვლინდება.

ღონისძიებაში ახალგაზრდა (15-დან 21-წლამდე) სპორტსმენები მონაწილეობენ. ''ეტალონი სპორტსმენის'' ტიტულის მოსაპოვებლად სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ერთმანეთს პირველობისათვის შეეჯიბრებიან.

დღევანდელი ინტელექტ-შეჯიბრისთვის სპეციალური კითხვები მომზადდა. კითხვები სპორტის შესახებ და სპორტის ისტორიიდანაა.

ღონისძიებას ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი, ქუთაისის მერიის წარმომადგენლები მაყვალა ქობულაძე, მანანა მანაგაძე, ირაკლი კიკვაძე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების უფროსი დემურ ინანეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები და წარმატებული სპორტსმენები ესწრებიან.

ღონისძიება ქალაქ ქუთაისის მერიის ეგიდით ტარდება.

თითოეული მონაწილე სპეციალური სიგელით დაჯილდოვდება, გამარჯვებულს კი ''ეტალონი სპორტსმენის'' ტიტული მიენიჭება.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ქალაქ ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილება ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს 300 ლარს, მეორე ადგილზე გასულს 200 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 100 ლარს გადასცემს.

მეოთხე ადგილზე გასულ მონაწილეს, კოლია ქვარიანის მემკვიდრე, ნიკო ნემსაძე წმინდა ნიკოლოზის ხატით დააჯილდოვებს. მეხუთე ადგილზე გასული მონაწილე, ნატო დანელიასგან სპეციალურად დამზადებულ სუვენირს მიიღებს. 

იმერეთის ოლიმპიური კომიტეტი ანიტა სოხაძეს ''ოლიმპიური ენციკლოპედიით'' დააჯილოდვებს.

აღსანიშნავია, რომ ''ეტალონი სპორტსმენის'' გამოსავლენი ღონისძიება პირველად ტარდება. 

 








კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება