მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მშობლებისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის გამოცხადებისას სასურველ სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულის მიზეზი კი თავისუფალი ადგილების ელვის სისწრაფით შევსებაა, როს გამოც მშობელთა უმეტესობა შვილის სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.
Etaloni.ge მშობლებს სთავაზობს რჩევებს, რომელთა გათვალისწინების სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება გაუმარტივდებათ.
უკვე გამოცდილი მშობლების რჩევების მიხედვით უმჯობესია თუ მონაცემები, რომლიც შეყვანაც რეგისტრაციის პროცესშია შესაყვანი მშობელს ზეპირად ეცოდინება:
„შარშან, საყოველთაო რეგისტრაციის დროს დავარეგისტრირე ჩემი შვილი პირველ კლასში.იმის გამო რომ სკოლებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა წამებში მთავრდება და ჩემი ახლობლებისგანაც ვიცოდი, რომ იმ სკოლაში შვილის დარეგისტრირება რომელშიც გინდა თითქმის შეუძლებელია, გადავწყვიტე წინასწარ მოვმზადებულიყავი ამ პროცესისთვის.
შესაბამისად, რეგისტრაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ვიცოდი რა ძირითადი მონაცემების შეყვანა დამჭირდებოდა, და ეს მონაცემები პრაქტიკულად ზეპირად ვიცოდი, რომ შემდგომ ზედმეტად დრო არ დამეკარგა შეცდომით შეყვანილი ინფორმაციის თავიდან შეყვანაში. შესაბამისად, პირველკლასელთა მშობლებს ვურჩევ წინასწარ ნახონ ზუსტად რა ინფორმაციის შეყვანა დასჭირდებათ და ეცადონ ეს მონაცემები ცალკე ქაღალდზეც ამოიწერონ და რეგისტრაციისას წინ დაიდონ, თუ ზეპირად ეცოდინებათ ეგ კიდევ უკეთესი“, - აცხადებს მშობელი.
კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც გამოცდილი მშობლები პირველკლასელთა მშობლებს აძლევენ შემდეგია:
„შეიძლება ითქვას რომ პირველ კლასელის რეგისტრაცია თანაც იმ სკოლაში რომელშიც გინდა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალიან მინდოდა ჩემი შველი საცხოვრებელთან ახლოს არსებულ სკოლაში დამერეგისტრირებინა, ვიცოდი, რომ ზოგადად ადგილები ძალიან სწრაფად ივსებოდა, ამიტომ რამდენიმე ახლობელს ვთხოვე დამხმარებოდნენ. მათ მივეცი ის მონაცემები რომელიც რეგისტრაციის პროცესში იყო საჭირო და რეგისტრაციის დაწყების წამიდან რამდენიმე კაცს შეჰყავდა მონაცემები, რომ რომელიმეს მაინც მოგვესწრო რეგისტრაცია, საბედნიეროდ ამ მეთოდმა გაამართლა“, - განმარტავს ერთ-ერთი მშობელი „ეტალონთან“ საუბრისას.
ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციას მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკიც კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას შეესაბამება, ანუ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების დღემდე შეუსრულდებათ.
ონლაინ რეგისტრაციისას მშობელი შედის http://registration.emis.ge/ საიტზე, ირჩევს რეგისტრაციის ბმულს და იწყებს მონაცემების შეყვანას თანმიმდევრულად და სრულად მითითებული ველების გამოტოვების გარეშე.
ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელიც მშობელს პირველ კლასში მოსწავლის დარეგისტრირებისთვის სჭირდებათ:
პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინსტრუქცია.
იხილეთ ასევე: 21 მაისს პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება - ვადები და პროცედურები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...