მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „საბურთალოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
მოსწავლეებს სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები გულშემატკივრობდნენ.
"საბურთალოს ეტალონი მოსწავლის" ტიტული თბილისის N162 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ბარბარე გოქაძე:
„აღფრთოვანებული ვარ ამ ამბით. პირველად მივიღე „ეტალონში“ წელს მონაწილეობა და არ ველოდი ამ შედეგს. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მოსწავლეს. იმედი მაქვს ღირსეულად ვიასპარეზებ ფინალშიც“.
თბილისის N162 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მანანა ნიკოლაძემ, რომელიც ამავდროულად სკოლის „ეტალონის“ პედაგოგია, მოსწავლეთა ჩართულობაზე ისაუბრა:
„წელს მესამედ გავედით პირველ ადგილზე. წარმატებული და მონდომებული ბავშვები გვყავს და აქედან გამომდინარეობს ჩვენი წარმატებაც. ბავშვები წელსაც ძალიან იყვნენ მონდომებულები და საკმაოდ მაღალი ქულები დაფიქსირდა პირველივე ტურში. ძალიან მიხარია, რომ მათ აქვთ მოტივაცია. ბავშვები მეცადინეობენ და ცდილობენ განათლებით მიაღწიონ წარმატებას“.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „საბურთალოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია