მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრაქტიკოს მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი გადამზადების პროგრამა გაიარონ, როგორც გაზაფხულის, ისე შემოდგომაზე ხელმეორედ გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ გადამზადების პროგრამაში პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის შეთავაზებული ტრენინგები იგულისხმება. აღსანიშნავია, რომ იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც პირველ ჯერზე წარმატებით ვერ ჩააბარებენ გამოცდას, საშემოდგომო გამოცდებამდე სახელმწიფო 80-90 საათიან ტრენინგებს შესთავაზებს.
„მას შემდეგ, რაც გამოცხადდება საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, დარეგისტრირდნენ შესაბამის ტრენინგებზე, ხოლო თუ მასწავლებელს დასჭირდება განმეორებით გამოცდაზე გასვლა, მას სახელმწიფო შესთავაზებს გრძელვადიან 80-90 საათიან ტრენინგებს. აღნიშნულ მოსამზადებელი ტრენინგებში მასწავლებლები კრედიტქულებს ვერ მიიღებენ“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.
ამასთან, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის განკუთვნილი ტრენინგები არ იქნება ერთი ცენტრის მიერ ჩატარებული.
„ეს არ იქნება უნიფიცირებული, ერთი ცენტრის ტრენინგები. ვმუშაობთ პაკეტზე, როგორიც არის პროფესიული განვითარების აკრედიტაციის კურსები, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს მიეცემათ საშუალება გაიარონ ხარისხის კონტროლი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ცენტრში და შესთავაზონ მასწავლებლებს ტრენინგები“, - განაცხადა აბულაძემ.
ასევე იხილეთ: პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2019 წლის ბოლომდე სტატუსს ვერ აიმაღლებენ, დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...