მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგ-მოდულზე ''სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება'' რეგისტრაციას აცხადებს.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა საგნის პრაქტიკოს მასწავლებლებს და იმ კერძო სკოლის პედაგოგებს, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესის დაგეგმვის ძირითად პრინციპებს, კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დამახასიათებელ ნიშნებს, გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში განათლების მიზნების ტაქსონომიის მნიშვნელობას და მისი სწორად გამოყენების შესაძლებლობებს. ასევე, პედაგოგები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან და თემთან.
ტრენინგზე რეგისტრაცია ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ იმ მასწავლებლებისთვის, ვინც დარეგისტრირებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.
ტრენინგი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს (4 დღე, დღეში 6 საათი).
ტრენინგზე რეგისტრაცია 13 აპრილის ჩათვლით იწარმოებს.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია