მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში ბოლო ზარმა მშვიდად და ხალისიანად ჩაიარა. მე-12 კლასელებმა გაცილების ღონისძიება - ფლეშმობის სახით სკოლის ეზოში გამართეს.
სკოლის დირექტორი ნინო გახარია ულოცავს ამ მნიშვნელოვან დღეს ყველა მე-12 კლასელს, უსურვებს მათ წარმატებასა და წინსვლას ცხოვრებაში. სკოლის დირექცია ამაყობს, რომ თითოეული მათგანი 94-ელია.
N94 საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით 1918 მოსწავლე ირიცხება, სექტემბრიდან კი სკოლა 174 პირველკლასელს მიიღებს.
ერთ-ერთი მე-12 კლასელი სალომე ლაბაძე სკოლაში განვლილ წლებზე ასე საუბრობს:
„12 მნიშვნელოვანი წელი გავატარე სკოლაში. ცხოვრების ნახევარზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში გადამხდა მრავალი საინტერესო ისტორია. ვერ ვიტყვი მიხარიათქო სკოლის დამთავრება, მაგრამ რაც იწყება, ოდესმე აუცილებლად მთავრდება და ეს დღე უნდა დამდგარიყო აუცილებლად. სკოლის გარეშე ცხოვრება გამიჭირდება, მაგრამ უნდა შევეგუო ყველა მასწავლებელს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებაში. თქვენ მასწავლეთ ყველაფერი ის, რაც საჭირო და გამოსადეგია. ყველაზე მნიშვნელოვანი წუთები მაქვს თქვენთან ერთად გატარებული. არ შემიძლია რომელიმე თქვენგანი გამოვყო, რადგან ყველანი ძვირფასები ხართ ჩემთვის. მადლობას გიხდით თქვენ ყველაფრისთვის“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...