მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს უკიდურეს სამხრეთში, ერთი პატარა სოფელი ხოჯორნა მდებარეობს. სოფელში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობითაა დასახლებული. თუმცა ყველა იცნობს ქართველ მასწავლებელს ლალი მარგიანს და მისი პატარა, ლამაზი ერთსართულიანი სახლისკენ გზას ყველა მიგასწავლით.
ამ სახლში ლალი მარგიანი ცხოვრობს, ხოჯორნის საჯარო სკოლის სომხური სექტორის „ქართული, როგორც მეორე ენის“ პედაგოგი და სოფლის ერთადერთი ქართველი მოსახლე.
ყველაფერი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა ლალი მარგიანი ხოჯორნის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მივიდა. ქართული ენის პედაგოგი სკოლაში თბილად მიიღეს და მანაც თავისი საქმიანობის შესრულება დაიწყო.
„ბოლო ზარი“ წელს ხოჯორნაშიც დაირეკა და ქალბატონმა ლალიმ 5 მოსწავლე გააცილა ცხოვრების მნიშვნელოვან გზაზე. სწორედ ამ თემაზე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„თვალები სად წამეღო, არ ვიცოდი, პირველად ვესაუბრე ისე, რომ არც სახეში შემიხედავს და არც თვალებში, იმ უბრალო თუ ბრალიანი მიზეზის გამო, ცრემლებს ვერ შევიკავებდი...
თვალი ირიბად გავაპარე, ლუსინე უკვე ტიროდა, არ შევიმჩნიე.
ვაგრძელებდი „დამოძღვრას“, ჩემი ბოლო ზარიც გავიხსენე და ისიც ვთხოვე, ჯერ ისწავლეთ და მერე გათხოვდით -მეთქი.
ძალიან მინდა ბედნიერები კი არა, უბედნიერესები იყვნენ.
მეორე წელია ჩემი განუყოფელი ნაწილები არიან, ადამიანები, რომლებსაც ვეყრდნობოდი, მეიმედებოდნენ და არც გაუცრუებიათ იმედები!
ეგოისტურადაც კი შემიყვარდნენ, ეჭვიანობაც კი დავიწყე!
ასეთი სიყვარული დაიმსახურეს ნამდვილად!
მათ საქართველო იცნობს, მათ თქვენ იცნობთ,თქვენი სითბო არ აკლიათ, მაგრამ კიდევ გაათბეთ, მზეები გაუფინეთ, გზა დაულოცეთ! ხოჯორნელი 5 ვარსკვლავი, 4 გოგო და ერთი ჯენტლმენი სკოლას ტოვებს, მაგრამ მჯერა, სკოლის შემდგომაც ვარსკვლავებივით იციმციმებენ, არ ჩაქრებიან!
მუდამ მზე გენთოთ გულში და თვალებში მთელი ცხოვრება!..“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.