მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომელიც მაღალმთიან რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებსა და იქ მცხოვრებ სტუდენტებს ეხება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილება გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100 პროცენტის მიცემას, ნაცვლად 35%-ისა.
,,პედაგოგის საბაზო თანამდებობრივი სარგო სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს 405 ლარს. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული კანონის თანახმად, მასწავლებელს დანამატი ეძლევა საბაზო თანამდებობრივი სარგოს 35% ფარგლებში (სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს 142 ლარს). კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში დანამატი განისაზღვრება ხელფასის 100%-ით ანუ თვეში საშუალოდ 405 ლარის რაოდენობით“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
განმარტებით ბარათში მოყვანილია საქსტატის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაღალმთიან რეგიონში მომუშავე პედაგოგების რაოდენობა 11 395-ს შეადგენს.
ასევე, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“კანონში განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, გამონაკლისი წესით მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრები პირის სტატუსი აღარ შეუჩერდება უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების მიზნით მიგრირებულ სტუდენტებს. შესაბამისად გაუქმდება წესი, რომელიც სტუდენტებს სწავლის გამო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსს უჩერებდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...