სიახლეები
სკოლები

„ფლეშმობი, ჰაერში გაშვებული ფრანები, ექსკურსია და მედალოსანი მეთორმეტეკლასელები“ - სკოლის დირექტორების შეფასებები ბოლო ზარზე
22-05-2019
-
+


როგორ აღინიშნა სკოლებში ბოლო ზარი და როგორ აფასებენ სკოლების დირექტორები განვლილ სასწავლო წელს. Etaloni.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა . გთავაზობთ მათ კომენტარებს:

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე:

„ჩვენთვის ბოლო ზარს ყოველთვის ცრემლნარევი სიხარული ახლავს,  რადგან მოსწავლეები სკოლის კედლებს ტოვებენ.  იმ გარემოს, სადაც ძალიან პატარები მოვიდნენ და 12 წელი გაატარეს. ამჯერადაც  ღონისძიებამაც სიხარულის და ცრემლების ფონზე ჩაირა. ბავშვებს მომზადებული ჰქონდათ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ვიდეოკოლაჟი სადაც ასახული იყო მათი სასკოლო ცხოვრებიდან საინტერესო და სახალისო ფაქტები. მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად იღებენ სკოლის წინ საერთო ფოტოს, გარემო სავსეა ფერადი ბუშტებით და ყველას გვაქვს ამაღლებული განწყობა. წელს 42 მოსწავლეს დაემშვიდობა სკოლა, რომელთაგან უმეტესობა უმაღლეს სასწავლებელში აბარებს. არაჩვეულებრივი მოსწავლეები გვყავს ნამდვილად, რომლებიც, ვიცი, მომავალში ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევენ“. 

გიორგი გეწაძის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა არშილავა:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სულ 102 მოსწავლე გვყავს. წელს ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, მათგან ოთხი უმაღლეს სასწავლებელში აბარებს. დარწმუნებული ვარ, ოთხივე ჩაირიცხება სასურველ ფაკულტეტზე და ძალიან წარმატებული სტუდენტები იქნებიან. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ჩემპიონატებსა და შეჯიბრებებში, საიდანაც ხშირად წარმატებულები ბრუნდებიან. შემიძლია განვლილი წელი დადებითად შევაფასო და აქვე, კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო მოსწავლეებს ცხოვრების გზაზე“.

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კაკაბაძე:

წლევანდელი კურსდამთავრებულები გამორჩეული ბავშვები იყვნენ პირველივე კლასიდან. წელს 35-მა დაამთავრა სკოლა და აქვე ვიტყვი, რომ გვყავს ოქროს მედალოსანიც - მარიამ აფხაძე. ჩვენი მოსწავლეებიდან ძალიან ბევრი, ალბათ 80% აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და წარმატებები ვუსურვო მათ“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ ბიბინიძე:

„ჩვენს სკოლაში ყოველ წელიწადს ტრადიციულად აღვნიშნავთ „ბოლო ზარს“. ყველა ვცდილობთ ეს დღე ჩვენი მოსწავლეებისთვის განსაკუთებულად მხიარული, ხალისიანი და ბედნიერი იყოს. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სულს სხვა სიხარულია, როცა 20-25 ბავშვი ამთავრებს სკოლას. ჩვენ წელს ოთხი კურსდამთავრებული გვყავს. მათგან სამი უმაღლეს სასწავლებელში აბარებს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულს“.

გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი ლევან ვერულიძე:

„ბოლო 12 წელია სკოლის დირექტორი ვარ და ვფიქრობ ასეთი კარგი ბოლო ზარი ჯერ ჩვენს სკოლას არ ჰქონია. ეს ყველაფერი პირველ რიგში ბავშვებიდან გამომდინარე იყო. ღონისძიებამ, რომელიც ჩვენმა მეთორმეტეკლასელებმა კლასის დამრიგებლებთან და მუსიკის მასწავლებელთან ერთად დაგეგმეს, შესანიშნავი იყო. ისინი სკოლას მუსიკალური და იუმორისტული ნომრებით დაემშვიდობნენ. მინდა აქვე აღვნიშნო ის, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩვენი სკოლისთვის და მოსწავლეებისთვის. წელს 11 მოსწავლე არის დარეგისტრირებული ეროვნულ გამოცდებზე და დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანი აუცილებლად გახდება სტუდენტი“.
 
რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი არსენა დემეტრაშვილი:

„წლევანდელ წელს დადებითად შევაფასებდი, რადგან ვფიქრობ საკმაოდ ნორმალური იყო  ჩვენი სკოლისთვის. წელს ორმა კლასმა დაამთავრა სკოლა. 4 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანი გვყავს. ბოლო ზარი ტრადიციულად მხიარული და ხალისიანი გვქონდა. წელს, გასულ წლებთან შედარებით განსხვავებულად აღნიშნეს ბავშვებმა. გადაწყვიტეს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება დარბაზის ნაცვლად ეზოში გაეკეთებინათ. ყველაფერმა მხიარულ ფერებში და ამაღლებული განწყობის ფონზე ჩაიარა“.

ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ცხოვრებაძე:

„ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული წელი გვქონდა. წელს 21-მა მოსწავლემ დაამთავრა ჩვენი სკოლა. მათგან ერთი ოქროს მედალოსანია და ერთიც ვერცხლის. ღონისძიებამ მშვიდ გარემოში, ამაღლებული განწყობით ჩაიარა. ჩვენი მოსწავლეები ღონისძიების შემდეგ, ალავერდის ტაძრის მოსანახულებლად წავიდნენ და გადაიღეს სამახსოვრო სურათები. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“.

თბილისის N35 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძე:

„წელს დამამთავრებელმა კლასებმა ინდივიდუალურად ჩაატარეს ღონისძიებები. ჰქონდათ წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები. ბოლო ზარი ეს არის ღონისძიება, რომელიც ერთდროულად მხიარულიცაა და სევდიანიც, რადგან პირველ რიგში ისინი ახალ ეტაპზე გადადიან, ახალ ცხოვრებას იწყებენ და ეხსნებათ სასკოლო ტვირთი. ეს არის გარემო სადაც მათ 12 წელი გაატარეს და ემოციურად მაინც რთულია, როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის. წელს ჩვენი სკოლა 320-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათგან უმეტესობა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. გვყავს, როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის მედალოსნები“.

ქედის მუნიციპალიტეტის წონიარისის საჯარო სკოლის დირექტორი ზეინაბ წულუკიძე:

„სკოლაში არსებობს ერთგვარი ტრადიცია. მეთორმეტე კლასი ყოველთვის თავად ამზადებს გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას. სადაც ერთმანეთსა და სკოლის პედაგოგებს აჯილდოებენ სხვადასხვა ნომინაციებში. მაგალითად: „საუკეთესო მასწავლებელი“, „ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე“, „მოსწავლე, რომელიც მუდმივად აგვიანებს“ და ა.შ. აქვთ მცირე ზომის იუმორისტული ხასიათის ლექსები, რომლითაც ეხუმრებიან ერთმანეთს. წელს ბოლო ზარის შემდეგ ტაო-კლარჯეთში მიდიან. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩვენს მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებზე ყოველთვის ძალიან კარგი შედეგები აქვთ. 60-70% ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში და დარწმუნებული ვარ ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯიღაური:

„ჩვენს სკოლაში ყოველთვის ტრადიციულად ტარდებოდა ხოლმე ბოლო ზარი. ბავშვები ატარებდნენ ღონისძიებას, სადაც იწვევდნენ სკოლის პედაგოგებს და მათთან ერთად ზეიმობდნენ ამ დღეს. თუმცა, წელს ჩვენმა 14-მა კურსდამთავრებულებმა განსხვავებული ბოლოს ზარის მოწყობა გადაწყვიტეს და სკოლის ეზოში ე.წ. „ფლეშ- მობი“ მოაწყეს. უმეტესობა მათგანი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში და ველოდებით მათ წარმატებებს“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შიბლიანის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხუროშვილი:

„წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციულად, ძალიან ემოციური იყო. კლასის დამრიგებელმა სიურპრიზი გაუკეთა ჩვენს კურსდამთავრებულებს და სიმბოლური ვარსკვლავი გაუხსნა. ასევე ღონისძიებაზე აჩვენეს მოსწავლეების პირველიდან-მეთორმეტე კლასამდე ის ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის შესახებაც მოსწავლეებმაც არ იცოდნენ. ყველა ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო. ღონისძიების დასასრულს კი გავუშვით ფრანები. განვლილი წელი ჩვენი სკოლისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა და დარწმუნებული ვარ, უფრო წარმატებული იქნება მომდევნო წელი. ჩვენი ოთხი მოსწავლიდან სამი აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ“. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმაარამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“

შარშან როდის დაიწყო ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება


10 უნივერსიტეტი, რომელთაც ე.წ. უფასო ფაკულტეტები აქვთ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება