ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალური პროექტში - „მხოლოდ ქართული ხალხური“ წარმატებით მონაწილეობენ
21-05-2019
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალური პროექტში - „მხოლოდ ქართული ხალხური“ წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის აღსაზრდელების ნომრებით დასრულდა ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გამართული მუნიციპალური პროექტის პირველი ეტაპის შესარჩევი ტურები.
ბარდნალელი მოსწავლეების რამდენიმე ნამღერიდან კომისიამ საფინალო კონკურსისათვის დატოვა სიმღერები - „არხოტის ცასავით“ და „ღიღილო“, ასევე მოიხიბლა 7 წლის თამარ ჩარკვიანით და საკონცერტო ნომრად შეარჩია მისი - „იაგუნდი და ლალიო“.
„წარმატებები ჩვენს ყველაფერში ნიჭიერ და აქტიურ ბავშვებსა და მუსიკის მასწავლებელ მზეო მეშველიანს! მადლობა ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კეთილგანწყობილ და სტიმულისმიმცემ ხელმძღვანელობას!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.