მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის დამთავრება, რომელიც ბოლო ზართან და ბანკეტთან ასოცირდება, უმრავლეს შემთხვევაში, დაუვიწყარ მოგონებად იქცევა ხოლმე და წლები ვერ ახუნებს. როგორი ბოლო ზარი ჰქონდათ ცნობილ ქართველებს და რითი გამოირჩეოდა გარკვეული პერიოდები ერთმანეთისგან, „ეტალონს“ თავად უამბეს.
რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი:
- ის პერიოდი, რაც სკოლაში ვსწავლობდი, ყველა კლასის ბოლო ზარზე ბევრი სამუშაო მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მთხოვდა, რამე დამეხატა მათ პერანგსა თუ წინსაფარზე. სკოლაში ყველა მიცნობდა და ადვილადაც მთხოვდნენ ამის გაკეთებას.ისეთი შეგრძნება იყო, რომ ახალი ცხოვრება იწყებოდა. დიდი შემართებით ვიყავით – ქვეყანაში ცხოვრება უნდა შეგვეცვალა, ქართველი ერის წარმატებაში დიდი როლი უნდა გვეთამაშა, კარგად უნდა გვესწავლა უმაღლესშიც...
- უკვე იცოდით, სწავლა სად უნდა გაგეგრძელებინათ?ასე რომ, ლამაზად ჩავიცვით და კლასელის სახლში ასე ჩუმად შევიკრიბეთ. ისეთი დრო იყო, ვის რისი საშუალება ჰქონდა და რა გვეცვა... ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვეგონა, რომ კარგად გვეცვა. მახსოვს, ბევრი ვიმხიარულეთ. გვიანობამდე ვერც კი დავრჩით, რადგან შეიძლებოდა, ვინმეს ეჩივლა და იმ ოჯახს პოლიცია დასდგომოდა თავზე. აკრძალული იყო ღამით რამდენიმე კაცის ერთად შეკრება, ღვინის დალევა, სუფრასთან ჯდომა... როგორც მახსოვს, ამ კანონმა რამდენიმე წელს გასტანა კდა მაინცდამაინც ჩვენი სკოლის დამთავრებას დაემთხვა.
ნოდიკო ტატიშვილი – მომღერალი:
- საოცარი განცდა იყო სკოლის დამთავრება. ველოდი იმ დღეს, როდესაც თეთრ პერანგს ჩავიცვამდი და მასზე სამახსოვრო წარწერები გაჩნდებოდა ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან თუ პედაგოგებისგან. იმ პერანგს ახლაც ვინახავ. ერთხელ გადავხედე იმ წარწერებს და სასიამოვნო რამეები გამახსენდა.ჩემს მეგობარს, მხატვარ მიშკა ყაულაშვილს, რომელსაც პიკასოს ვეძახდით, ჩემს პერანგზე დავახატინე ვიოლინოს დიდი გასაღები. ამის გარდა, მისალოცი წინადადებები წერია და წარმატებებს მისურვებენ. ბევრი გულიც ხატია...
ბოლო ზარი რომ გვქონდა, იმავე საღამოს შიომღვიმეში წავედით ექსკურსიაზე, ძალიან კარგი დრო ვატარეთ და ბავშვებმა ერთმანეთს ბევრი სამახსოვრო წუთები დავუტოვეთ. საოცრად კარგი ემოციებით დავიმუხტეთ. აჟიტირებულები ვიყავით. ამ დროს გგონია, რომ დიდი და დამოუკიდებელი ადამიანი ხარ.
სკოლაში ისეთ დროს ვსწავლობდი, როცა არ იყო გათბობა და ნავთი დაგვქონდა, რომ არ გავყინულიყავით. ბევრი კარგი რამ ვისწავლე. კარგი პედაგოგები და დამრიგებელი გვყავდა. ლალი ქაფიანიძე იყო ჩემი დამრიგებელი, რომელიც ძალიან საყვარელი ადამიანია.
სკოლის დამთავრება საინტერესო, სხვა ეტაპის დასაწყისის მოლოდინთან ასოცირდებოდა. იმ წელსვე ჩავაბარე უნივერსიტეტში. მხიარული ბოლო ზარი გვქონდა, რომელსაც ექსკურსია და ბანკეტი მოჰყვა. ისეთი კარგი კლასი მყავდა, მას მერე რამდენჯერმე შევიკრიბეთ და მშვენიერი დროც გავატარეთ. ბევრი კარგი გასახსენებელი ამბავიც გვაქვს შატალოებით და სხვა ცელქი ქცევებით, რასაც სკოლაში ჩავდიოდით. თუმცა, ისეთ რამეს არ ვაკეთებდით, რაც ვინმეს ზიანს მოუტანდა. 36 ვიყავით კლასში და უმეტესობა ფრიადოსანი იყო. გართობაც, სწავლაც და სიცელქეც ზომიერი ვიცოდით. თბილისის 39–ე საჯარო სკოლა დავამთავრე. 26 წელია ამ სკოლაში ასწავლის დედაჩემი და არ მქონდა უფლება, რამე სერიოზული დამეშავებინა. ვუფრთხილდებოდი დედასაც, ოჯახსაც... შვილი ხომ ყოველთვის ოჯახის სახეა?! დედა დაწყებითი კლასების პედაგოგია. საუკეთესო პედაგოგია, რომლისნაირ მასწავლებელსაც სიამოვნებით ვანდობდი ჩემს შვილს.
დავით ზურაბიშვილი – მწერალი, პოლიტიკოსი:
- სკოლა არ მიყვარდა და როცა დავამთავრე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. კარგა ხანს ვინახავდი თეთრ პერანგს, რომელიც სკოლის დამთავრების დღეს მეცვა და ზედ წარწერები იყო. გაიცვითა დროთა განმავლობაში და გადაუვიდა წარწერები. ახლა აღარც ჩანს არაფერი.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.