სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

„Izrune.ge ოჯახებსა და სკოლებში წარმატების მუხტს ავრცელებს “- თბილისის N131 საჯარო სკოლის მზრუნველი გამოცდილებიდან
26-05-2019
-
+


Izrune.ge-ს წარმატებული საგანმანათლებლო ინოვაციების გზაზე სულ უფრო მეტი თანამოაზრე უერთდება და ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთიანობით ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის.

პორტალი ამაყია თავისი ოჯახის წევრების წინსვლით და მუდმივად ცდილობს, მათი მიღწევები წაახალისოს.

ამჯერად, გვსურს, თბილისის N131 საჯარო სკოლის შესახებ მოგიყვეთ და მათი მზრუნველი გამოცდილება გაგიზიაროთ.

თბილისის 131 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ხათუნა ენუქიძე:

„მახარებს ჩვენი მოსწავლეებისა და ოჯახების მისწრაფება განათლებისა და წინსვლისკენ. მაღალი აქტივობითა და შედეგებით ვერთვებით Izrune.ge-ში და პორტალთან ერთად სასკოლო ცხოვრებაც უფრო ერთიანი და საინტერესო ხდება. მზრუნველი ტესტები და მამოტივირებელი მიდგომები მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს და მათ მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს.“

III 4 წარმატებული კლასის ხელმძღვანელი მარიამ ბეჟანიშვილი მოხარულია Izrune.ge-ში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით და პორტალთან ერთად მუდმივი წინსვლისა და წარმატების მოლოდინი აქვს:

Izrune.ge ოჯახებსა და სკოლებში წარმატების მუხტს ავრცელებს. ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში მოსწავლეები და მშობლები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, მოუთმენლად ელოდებიან ტესტების გავლასა და წარმატების დიპლომების მოპოვებას. შემდეგ ბავშვები ერთმანეთს გამოცდილებასა და შედეგებს უზიარებენ, კლასში განიხილავენ საკითხებს და მეტი სტიმულით აგრძელებენ სწავლას. რა გითხრათ, Izrune.ge ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით ბავშვების მრავალმხრივ უნარს ავითარებს და მეგობრულ, ერთიან გარემოში ჯანსაღ კონკურენციასა და წინსვლის მოტივაციას ქმნის.“

III 4 კლასის ერთერთი აქტიური მოსწავლე სალომე დარჩიაა, რომელიც მოუთმენლად ელოდება იზრუნეს ტესტებსა და მეგობრებისთვის წარმატების დიპლომების გაზიარებას:

„ყველა საგანი ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მახარებს მათემატიკური კითხვები რომ მხვდება და სწორად ვცემ პასუხს. მეგობრებთან ერთად მოუთმენლად ველოდები ტესტებს და მასწავლებელს ვეკითხებით ხოლმე გაუგებარ საკითხებს. მინდა კარგად ვისწავლო და ბევრი წარმატების დიპლომი დავაგროვო.“  

Izrune.ge-სთან ერთად სალომეზე განსაკუთრებულად დედა, ნინო ფანცხავა ზრუნავს:

„პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური და მამოტივირებელი მიდგომებით მშობლები შვილებსა და სასკოლო ცხოვრებას ვუახლოვდებით. ყოველთვის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა სალომესთან, თუმცა ახლა მეტი მოტივაციით ვერთვები სასწავლო პროცესში. ერთად გავდივართ ტესტებს და თვალს ვადევნებ მისი განათლებისა და განვითარების დონეს. მინდა, ყველანაირად შევუწყო ხელი შვილის წინსვლას და დიდი წარმატებები ვუსურვო მის კლასს.“

კლასის ერთერთი მეგობრული წევრი სამუელ ბორშუკოვია, რომელსაც პროგრამულ კითხვებზე მეტად სააზროვნო საკითხები მოსწონს და თვიდან-თვემდე საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას ცდილობს. ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მის წარმატებაზე დედა, სოფიო ბორშუკოვი ზრუნავს:

Izrune.ge- მ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენც ოჯახში. პორტალის შემეცნებითმა და სახალისო მიდგომებმა სამუელი მეტად ინტერესიანი და წინსვლაზე ორიენტირებული გახადა. სიხარულით ველოდებით ხოლმე ტესტების დღეს, შემდეგ ერთად განვიხილავთ საკითხებს და დამატებითი მასალის მოძიებით ვიღრმავებთ ცოდნას. დიდ მოლოდინებს ვამყარებთ Izrune.ge-ზე და აქტიურად ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობას.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება