მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, შესაძლოა, ივლისის დასაწყისში ჩატარდეს. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულების შემდგომ ზუსტად გვეცოდინება როდის ჩაინიშნება გამოცდა. შესაძლოა, ივლისის დასაწყისში ჩაინიშნოს. ამ ეტაპზე ზუსტად ვერ ვამბობთ, რადგან არ ვიცით ზუსტად რეგისტრანტთა რაოდენობა. შესაძლოა, აბიტურიენტების გამოცდების შემდგომ ჩატარდეს კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, ან პირიქით ჯერ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლების მსურველებისთვის იყოს გამოცდა და შემდეგ აბიტურიენტებისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აღნიშნულის შესახებ ზუსტი ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“,- განაცხადა სოფო გორგოძემ.
მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
მასწავლებლების ორი საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - NAEC
„აბიტურიენტებს ვურჩევდი სჯეროდეთ საკუთარი თავის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს
სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი
„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“
ესპანეთში, ბავშვები დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს