წყალტუბოს N4 სკოლის საინიციატივო ჯგუფის წევრები წყალტუბოს მერს შეხვდნენ
23-05-2019
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს N4 სკოლის მე-6 კლასის საინიციატივო ჯგუფის წევრები, პედაგოგ მაია ქობულიას ხელმძღვანელობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს შეხვდნენ.
მოსწავლეები მერს პროექტის - „ჩვენ ერთად ვაგვარებთ პრობლემებს“ პირველი ეტაპის შედეგებზე ესაუბრნენ და ქალაქის ხელმძღვანელობას მეორე ეტაპზე განსახორციელებელ აქტივობებში დახმარება სთხოვეს.
მეორე ეტაპის აქტოვობები მაღალმთიანი სოფლის თანატოლთა პრობლემების გაცნობას და სოც.დაუცველი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს.
„ბნ. გრიგოლმა ჩვეული ყურადღებით მოუსმინა პატარებს და მათ ამ კეთილშობილურ საქმეში დახმარება აღუთქვა. მადლობა ბნ.მერს გულისხმიერებისათვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.