მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის რაიონის ახალსოფლის სკოლაში აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია-ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით ''გამიგე, მიმიღე, შემიყვარე''.
კონფერენცია ორ ეტაპად გაიმართა: 1 ეტაპი-თემების გადარჩევა, მეორე ეტაპი კი თემების პრეზენტაცია და აუდიტორიისთვის წარდგენა იყო.
კონფერენციას ღონისძიების სახეც მიეცა; შიგადაშიგ ჩართული იყო სიმღერები, საინფორმაციო ვიდეოები აუტიზმის შესახებ და ლექსები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც საჩუქრები და შესაბამისი ადგილის სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების ყველა მონაწილე ქების სიგელით დაჯილდოვდა.
კონფერენცია საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და მისი მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობა ამ სინდრომის შესახებ.
სპეციალური მასწავლებლის ნათია კეკენაძეს თქმით, მიზანი შესრულებულია:
''ვფიქრობ ჩემი მიზანი შესრულებულია - კონფერენციის დამთავრების შემდეგ, ყველა მონაწილემ და მსმენელმა ბევრად მეტი იცოდა აუტიზმზე, ვიდრე მის დაწყებამდე.''
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი