მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრები დაიწყო.
დღეს მინისტრი პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდა და მათთან კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილა ის სიახლეები, რომელსაც უწყება საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს სთავაზობს. ამასთან, მოისმინა მათი შეფასებებიც.
შეხვედრაზე ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს შეთავაზება ნამდვილად მოსაწონია.პედაგოგებმა მასწავლებლის როლის გაძლიერებაზე და მისი ღირებულებაზეც ისაუბრეს.
„ძალიან დიდი მადლობა ამ შემოთავაზებისთვის. ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია. თუმცა თხოვნა მაქვს, რომ პედაგოგი იყოს დაფასებული. დიახ, მე ვგრძნობ თავს დაფასებულად, თუმცა ვისურვებდი მშობელს არ შეეძლოს მასწავლებელს თითი დაუქნიოს და ბავშვები მუდმივად არ გაიძახოდნენ - „ჩემი უფლებები"... თან მიხარია ეს საკენკი, ასე დავარქვათ ჯილდოს, თან გული მწყდება. რამდენადაც შემოდის ვიღაცა და საკუთარ სახლს გატოვებინებს. სწორედ გამიგეთ, რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით, მაგრამ ჩემზე დამსახურებული პედაგოგები წასულან ამ სკოლიდან, თუმცა მათთვის მადლობაც არ გადაუხდიათ ", განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
როგორც რუსული ენის პედაგოგმა, ნათელა ფანგანმა აღნიშნა, მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, მასწავლებლობისთვის თავის დანებებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა, თუმცა, კოლეგებისა და დირექტორის თხოვნით ასე არ მოიქცა. ახლა კი პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ჯილდოს შეთავაზება კი მისთვის სრულაიდ მისაღები, სასიხარულო და მოულოდნელი იყო.
„დღევანდელი შეხვედრა რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა. ჩვეულებრივ, მასწავლებლებს მინისტრი საერთოდ იშვიათად გვხვდება. თუ უფრო ახლოს იქნებიან მასწავლებლებთან მაღალი ეშელონის წარმომადგენლები, უკეთესი იქნება. ვფიქრობ, განათლებას ძალიან ბევრი რამ სჭირდება. რეფორმები ასე მარტივი არ არის. უშუალოდ ჯილდოს შემოთავაზება პირადად ჩემთვის ნამდვილი საჩუქარი იყო“, - განაცხადა ნათელა ფანგანმა.
როგორც კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა, თამარ კაპანაძემ განაცხადა, მათი სკოლიდან პროფესიიდან გასვლის და ჯილდოს აღების გადაწყვეტილება 10-მა პედაგოგმა მიიღო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...