მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N89 საჯარო სკოლაში მეორე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ დაიდგა.
მიმდინარე წლის 23 მაისს თბილისის N89 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზმა ძმები გრიმების ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით დადგმულ საბავშვო სპექტაკლს „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ უმასპინძლა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით თბილისის N89 საჯარო სკოლის მეორე პირველი კლასის მოსწავლეებმა თბილისის მასშტაბით გამართულ ინსცენირებულ ზღაპრების კონკურსზე სწორედ ამ სპექტაკლით პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
თბილისის N89 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას სკოლის დირექტორი მიმოზა ტყებუჩავა, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის დირექტორმა მიმოზა ტყებუჩავამ განვლილი წელი შეაფასა და სკოლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
„ჩვენი სკოლის ცხოვრება არის ძალიან აქტიური. ეს ყველაფერი ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ მე პირადად ვინტერესდები ჩვენი სასკოლო ცხოვრებით და ყოველდღიურობით. ვცდილობ ხელი შევუწყო ბევრი ღონისძიებისა და პროექტის განხორციელებას, რომლის მიმართაც მოსწავლეთა მხრიდან დაინტერესება ყოველთვის მაღალია. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ჩვენი მოსწავლეების მშობლები ყოველთვის გამოთქვამენ მზაობას საჭიროების შემთხვევაში იყვნენ მათი ბავშვებისა და სკოლის გვერდით.
ვთვლი, რომ განვლილი სასწავლო წელი იყო ძალიან ნაყოფიერი ჩვენი სკოლისთვის და გვაქვს ამბიცია სამომავლოდ ვიყოთ კიდევ უფრო წარმატებულები, ვიდრე ახლა ვართ. სექტემბრისთვის 8 წამყვანი პედაგოგი გვეყოლება, 40 ზე მეტი უფროსი მასწავლებელი გვყავს და მე პირადად ვარ მენტორი მასწავლებელი. ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენთან არის ძალიან მეგობრული დამოკიდებულება, თითოეული პედაგოგი ზრუნავს კოლეგაზე. რჩევებითა და შენიშვნებით ვითარდებიან ყოველდღიურად. ხშირად ატარებენ სხვადასხვა სახის კვლევებს. სამომავლოდ ვგეგმავ მოსწავლეთა თვითმმართველობა მეტად ჩავრთო სასკოლო ცხოვრების მართვაში. მივცეთ მოსწავლეებს საშუალება ჩაატარონ გაკვეთილი. ამ პრაქტიკით ისინი უკეთესად დააფასებენ პედაგოგის შრომას და აქვე, პედაგოგებიც შეძლებენ დაინახონ რას ითხოვენ მოსწავლეები, რა არ მოსწონთ და რას შეცვლიდნენ მათ საქმიანობაში“.
თბილისის N89 საჯარო სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერმა რეზო ნინუამ სკოლის აქტიურ ცხოვრებაზე ისაუბრა:
„ჩვენი სკოლა ნიჭიერი მოსწავლეებით გამოირჩევა. დღევანდელი სპექტაკლის მსახიობები მეორე კლასის აღსაზრდელები არიან. ბავშვების თეატრისადმი სიყვარული და ინტერესი კლასის ხელმძღვანელმა თამარ ქურდიანმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შენიშნა და შეძლო მათში დაეხვეწა და განევითარებინა თეატრალური მონაცემები.
დღეს ნახეთ სპექტაკლი, რომლითაც ჩვენმა ნიჭიერმა ბავშვებმა, კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ცოტა ხნის წინ თბილისის მასშტაბით გამართულ კონკურსში პირველობა მოიპოვეს. ეს არის ჩვენს სკოლასთან არსებული ერთგვარი მოსწავლეთა დასი, რომელიც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია თითოეული მათგანისთვის. ჩემი აზრით, სკოლამ განათლების გარდა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენისა და განვითარების საშუალება უნდა მისცეს თითოეულ ბავშვს. ამდენად, ამ ნიჭიერი აღსაზრდელების წყალობით, ჩვენს სკოლაში ყველა ღონისძიება დღესასწაულია“.
თბილისის N89 საჯარო სკოლის მეორე პირველი კლასის დამრიგებელმა თამარ ქურდიანმა სპექტაკლზე ისაუბრა და ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მაღალ ჩართულობას გაუსვა ხაზი:
„დღევანდელი სპექტაკლმა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, ბავშვებს ცოტა ხნის წინ წარმატება მოუტანა. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა თბილისის მასშტაბით განხორციელებულ ინსცენირებული ზღაპრების კონკურსში, საიდანაც პირველი საპრიზო ადგილით დავბრუნდით და გადავწყვიტეთ დღეს ჩვენს მშობლიურ სკოლაშიც გაგვემართა წარმოდგენა. ძალიან აქტიური მშობლები გვყავს, რომლებმაც საკუთარი ხელით შექმნეს დეკორაციები ჩვენი დღევანდელი ღონისძიებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ასეთი კლასგარეშე აქტივობები, რომელიც წარმოაჩენს და განავითარებს მათ უნარებს“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...