მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დირექტორები საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს პროფესიიდან გასვლას აიძულებენ. მისი თქმით, ფულადი ჯილდოს აღება მასწავლებლის არჩევანია.
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირველ კლასიკურ გიმნაზიაში პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ პირველივე დღიდან, ყოველდღიურ რეჟიმში ვაფიქსირებთ, რომ ეს პედაგოგის არჩევანია, საკუთარი ნებაა. დღეს თქვენც ესწრებოდით, რომ პედაგოგებმა პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის საფუძველზე გამოთქვეს. თქვენც მოწმე იყავით, რომ ვუხსნით თითოეულ მათგანს, საკუთარი სურვილის საფუძველზე უნდა დააფიქსირონ პოზიცია.
დღეს 20 ათასამდე ადამიანია მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დარეგისტრირებული და ათასობით ადამიანის სურვილი რომ არა, ვერანაირი ძალისხმევა ვერ გამოიწვევდა ასეთ შედეგს. ჩვენი მიზანია, რომ პირადად მე, ყველა სკოლაში მივიდე და ყველას განვუმარტო, რომ ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობით ნიადგზე და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მეტ პედაგოგს გავუუმჯობესოთ პირობები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორების ნაწილი საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისგან პირდაპირ მოითხოვენ ჯილდო აიღონ და პროფესიიდან გავიდნენ.
ასევე იხილეთ: საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა