მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიული შორეთი მოინახულეს.
ლაშქრობა, რომელიც ორგორის საჯარო სკოლის პედაგოგების ორგანიზებით განხორციელდა, ასპინძის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების მონახულებასა და შესწავლას ისახავდა მიზნად.
სკოლის წარმომადგენლის თქმით ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებული აქტივობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა:
„ჩიტმაც თავისი ბუდე იცისო“- ქართული ანდაზაა. გადავწყვიტეთ, ჩვენს ისტორიულ მესხეთში, კერძოდ კი ასპინძის მუნიციპალიტეტში ისტორიული ძეგლები და ეკლესია- მონასტრები მოგვენახულებინა. ამჯერად არჩევანი შორეთზე შევარჩიეთ. ეს დღე ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ბავშვებმა შეიტყვეს, რომ შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამცხიდან შემოსასვლელს იცავდა და სამი მხრიდან მაღალი მთებით, ნაკადულებით, ნაძვნარითა და ფოთლოვანი ტყით იყო გარშემორტყმული“.
პედაგოგებისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ხასიათის გასვლითი ღონისძიებები ხშირად დაიგეგმება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო