მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ტყიბულის სასკოლო თეატრალურ კვირეულში“ მონაწილეობდნენ.
მიმდინარე წლის 17 მაისს „ტყიბულის სასკოლო თეატრალური კვირეული“ დასრულდა. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ნოდარ დუმბაძე და ჩვენ“ ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც ორპირის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის მზია ქარქაშაძის ორგანიზებით, ბავშვებმა თეატრის სცენაზე წარმოადგინეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თითოეული სკოლის დასი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.
ფესტივალში მონაწილე სკოლების დირექტორები, საბავშვო თეატრის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ორპირის საჯარო სკოლა, ფესტივალის ორგანიზებისათვის და თეატრალური დასის დაჯილდოებისთვის მადლობას უხდის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს თემურ ჩუბინიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ნატალია კობახიძეს და კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორს ქალბატონ თამარ ლაფერაძეს ორგანიზებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო