სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფები სკოლებში - დირექტორები მოსალოდნელ სიახლეებს ეხმაურებიან
25-05-2019
-
+


2020 წლიდან მასწავლებლის შეფასებისა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სკოლებში ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფები ჩამოყალიბდება იგეგმება, რომლებიც მასწავლებლებს ორი მიზნით შეაფასებენ: მასწავლებლის საქმიანობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და პროფესიული განვითარება. 

აღნიშნული სიახლის შეფასების მიზნით etaloni.ge-მ საჯარო სკოლის დირექტორებს მიმართა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი შოთა კუბლაშვილი:

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ძალიან გაამართლებს. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ არის და ვნახოთ. არ ვამბობ, რომ მასწავლებელთა სახლი გვერდზე უნდა გადავდოთ. ჩემი აზრით, ყველა ის ადამიანი, ვინც შევა ამ ხარისხის ჯგუფში უნდა იყოს კომპეტენტური და ძალიან ობიექტურად უნდა შეძლოს პედაგოგთა შესაძლებლობების შეფასება“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლის დირექტორი ციცო ტარუაშვილი:

„ეს იქნება ძალიან სწორი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, რადგან ადგილობრივმა პედაგოგმა უკეთესად იცის ამა თუ იმ პედაგოგის მუშაობის უნარი და სტილი. თუმცა, ნამდვილად არ უარვყოფ იმ გარეშე პირებს, რომლებიც მხოლოდ ერთ გაკვეთილზე დაკვირვებით ახდენენ პედაგოგის შეფასებას. რადგან, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სწორედ ამ ერთ გაკვეთილზე დაყრდნობით, ძალიან სწორი და ზუსტი შეფასება გაკეთებულა“.

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გაგუა:

„ზოგადადაც მიმაჩნია, რომ ხარისხის განვითარების მხარდამჭერი ჯგუფები ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პედაგოგისთვის. მართალია, ჩვენ თავად ყოველთვის ვაკეთებთ საკუთარი თავის შეფასებას, თუმცა, გარეშე პირის მიერ ობიექტური შეფასება და გარკვეული ტიპის შენიშვნები და რჩევები ძალიან ეხმარება პედაგოგს უკეთესი შედეგის მიღწევაში. ამდენად, ე.წ. „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი აუცილებელია თითოეული მასწავლებლისთვის“.

ქუთაისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე:

„მე ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფები იქნება ძალიან ეფექტური, რადგან რა სჭირდებათ მასწავლებლებს ეს ყველაზე მეტად იციან ადგილობრივმა პედაგოგებმა. ყველა ერთმანეთს ხედავს და იცნობს მრავალი კუთხით. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ შიდა და ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტური იქნება ასეთი ჯგუფები და შეფასებები, ვიდრე გარეშე პირის მიერ შეფასებული პედაგოგის პროფესიონალიზმი“.

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი:

„ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და შესაბამის შედეგსაც გამოიღებს. მასწავლებლებს აუცილებლად სჭირდებათ ობიექტური შეფასებები განვითარებისთვის. ეს არა კრიტიკა, არამედ ერთმანეთის დახმარებისა და გვერდში დგომის გამოხატულება იქნება. ერთმანეთის რეკომენდაციებს, ჩვენს სკოლაში, ისედაც ყოველთვის ვითვალისწინებთ. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც პედაგოგები ყოველდღიურად ხედავენ ერთმანეთს და ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთის პროფესიონალიზმს და შესაძლებლობებს. ხოლო როდესაც ადამიანი მხოლოდ ერთი დღით მოდის და ცდილობს ერთი გაკვეთილის საფუძველზე მოახდინოს პედაგოგის შეფასება, არასწორია“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა ყველაშვილი:

„ყოველი სიახლე განათლების სისტემაში, ვფიქრობ მისაღებია. არ არის ცუდი, როდესაც შეფასება ხდება გარედან, სრულიად უცხო თვალის მიერ. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ თითოეულ სკოლაში პედაგოგებმა კარგად იციან მათი კოლეგის უნარები და პროფესიონალიზმი. ამდენად, ძალიან სწორად და ობიექტურად მოხდება შეფასება“.

თბილისის N62 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი:

„ნამდვილად აუცილებელია სკოლებში ჩამოყალიბდეს  ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფები. ეს, აქამდეც უნდა ყოფილიყო. ჩვენთან კვალიფიციური პედაგოგი რჩევებით ყოველთვის ეხმარებოდა და ეხმარება კოლეგებს. შეფასების დროს ობიექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდი იქნება პასუხისმგებლობა. შემიძლია ჩვენი სკოლის მაგალითზე ვთქვა, რომ ჩვენი კორექტული და აკადემიური პედაგოგები არ იქნებიან სუბიექტურები და შეფასებებიც იქნება ძალიან სწორი და ზუსტი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება