სიახლეები
სიახლეები

26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე
26-05-2019
-
+


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.

2019 წლის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები და საკომუნიკაციო კამპანიებიც ამ თემის გარშემოა გაერთიანებული.

„წელს, ღონისძიებები ეძღვნება ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ყველა მოქალაქეს აერთიანებს, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვყვებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე და სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“, – აცხადებენ 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორები.

აღსანიშნავია კამპანია „მკითხე მოამბე“, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი „ფეისბუქის“ გვერდის და მოწვეული სტუმრების საშუალებით ყვება იმ ადამიანებზე, ვისი სახელობის ქუჩებიც თბილისში არსებობს.

დამოუკიდებლობის დღის სიმბოლური კულმინაცია იყო 17:10 საათზე, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად შესრულდა. ეს არის დრო, როდესაც 1918 წლის 26 მაისს ნოე ჟორდანიამ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.ჰიმნმა „თავისუფლება“ საქართველოს მასშტაბით, მთავარ მოედნებზე, მატარებლებში და ავტობუსებში გაიჟღერა.

წლევანდელ სიახლეებს შორის არის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მთაში. განსაკუთრებული ფესტივალი იმართება სვანეთის მოსახლეობისა და მთის სტუმრებისთვის სამ სხვადასხვა ადგილას – მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში.

მთელი საქართველოს მასშტაბით, ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით. თბილისსა და რეგიონებში – 14 სხვადასხვა ქალაქში იმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები ღებულობენ მონაწილეობას.

26 მაისის ღონისძიებებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დააგვირგვინებს კონცერტი. სცენა პროექტ „რანინას“ ფინალს დაეთმობა.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება