მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
26 მაისს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები და სპორტული ფედერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, შინდისში, ახალქალაქსა და მარნეულში) მრავალ საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო, შემეცნებით-გასართობ და სპორტულ ღონისძიებას გამართავენ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 10:00-დან 18:00-საათამდე სამინისტროს ორგანიზებით წარმოდგენილი იქნება არაერთი კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება.
კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოადგენენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობას, მათ შორის - არქეოლოგიური გათხრების იმიტაციას, ქიმიურ ექსპერიმენტებს, ნაჩვენები იქნება შუა საუკუნეების საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის პროცესი, საზოგადოება იხილავს „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული ახალგაზრდების გამოგონებებს, გამოიფინება სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შექმნილი წიგნები.
რუსთაველის გამზირზე, თეატრალური უნივერსიტეტისა და რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარმოდგენილი იქნება არაერთი კულტურული ღონისძიება.
უფრო ვრცლად იხილეთ ბმულები აქტივობების და პროგრამების შესახებ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა