სიახლეები
სიახლეები

აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
26-05-2019
-
+


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მან ინგა შამილიშვილის თანამდებობა იმ განცხადების გამო დაატოვებინა, რომლის მიხედვითაც, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების ფრიალი პოლიტიზირებული არ არის.

„ჩვენი წინაპრების ბრძოლის და თავგანწირვის შედეგად ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება, ყველა თაობის ვალია, ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება ფაქტს, ეს ჩემთვის სამწუხაროა. პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი“,- აღნიშნა რიჟვაძემ.

როგორც ინგა შამილიშვილმა განმარტა, მსვლელობისას მას რუსეთის დროშები არ უნახავს და ინფორმაციაც არ ჰქონდა, იქნებოდა თუ არა რუსეთის დროშები გამოფენილი.

„მე ღონისძიებაზე რუსეთის დროშების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა და არც კი დამინახავს. ჩემს გადაყენებასთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვები გაქვთ, თორნიკე რიჟვაძეს მიმართეთ“, - განაცხადა ინგა შამილიშვილმა.

ბათუმში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტრადიციულად საზეიმო მსვლელობით იხსნება, რომელიც საერთაშორისო საბავშვო ფოლკლორული ფესტივალის „ოქროს დელფინი“ ფარგლებში იმართება. ფესტივალში მონაწილეობს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის არის უკრაინა, ბელარუსი, ლატვია, ლიეტუვა, ინდოეთი, ისრაელი. წელს პირველად, ფესტივალში რუსული ფოლკლორული ანსამბლი ჩაერთო, რომელიც ბათუმში როსტოვიდან ჩავიდა. მათ მსვლელობაში მონაწილეობა რუსეთის დროშებით მიიღეს. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს კი მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლების ორი საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - NAEC

ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

„სკოლაში დასაქმება მინდა, რადგან პერსპექტიულია“... - მასწავლებელთა გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ტესტირების შესახებ საუბრობენ

„გამოცდა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი“... - აბიტურიენტები ლიტერატურის ტესტირებაზე საუბრობენ

ორი გამოცდის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა - ვის ეხება NAEC -ის ინფორმაცია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება