მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ეზოს გალამაზებაზე, მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ერთად იზრუნეს.
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ერთი მიზნისთვის გაერთიანების იდეა, ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგს ინგა გრძელიძეს ეკუთვნის.
სკოლის წარმომადგენელმა საკუთარი ემოციები გაგვიზიარა:
„თითქმის ორი თვე თავაუღებელი შრომა დასჭირდა ჩვენი სკოლის ეზოს ასე გალამაზებას. ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს შრომა დაუფასდა და შედეგითაც ყველა კმაყოფილია. ჩვენი სკოლის ეზო ნამდვილად ხელოვნების ნიმუშს დაემსგავსა“.
წყალტუბოს N4 სკოლის დირექტორი, მაია ქობულია გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის სკოლის ხელოვნების პედაგოგს ინგა გრძელიძეს, ასევე სკოლის თითოეულ პედაგოგს, მოსწავლესა და მშობელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაციაზე