მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლებში VII კლასიდან სკოლებში ახალი საგანი „მოქალაქეობა“ შევა. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალ სახელმძღვანელოში თემები იქნება გარემოს დაბინძურებაზე, გარემოზე ზემოქმედებაზე და ა.შ.
„სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაციაა სასწავლო პროცესებში ჩაერთოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ სწავლების საკითხები. ახალი საგანი შემოდის VII კლასიდან. იგივე დაწყებით საფეხურზე არის შესული ახალი სახელმძღვანელო „მე და საზოგადოება“. VII კლასში შევიდა ახალი საგანი „დედამიწა“. ეს საგნები სწორედ ის საგნებია, რომლებიც კონკრეტულ დისციპლინას არ უკავშირდება, თუმცა მოსწავლის მთლიანად ჰოლისტურ განვითარებას უკავშირდება. იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში აღარ არის მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები ან კიდევ ფიზიკის, მთავარია მოსწავლე უნდა აღიზარდოს მოქალაქედ, რომელსაც აქვს საზოგადოებაში საკუთარი როლი გაცნობიერებული და საკუთარი ზემოქმედების, ქმედებების გააზრების შესაძლებლობა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა