მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის ციხემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნა.
სადღესასწაულო ღონისძიებები ახალციხის ციხეზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და დასწრებოდნენ სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებას, გამოფენებს, თეატრალიზებულ და მუსიკალურ წარმოდგენებს - ერთმანეთის პარალელურად ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები მიმდინარეობდა.
ღონისძიებებს მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ახალციხე- ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობის ფარგლებში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ნარდში სპორტული შეჯიბრები გაიმართა.
ამასთან, პატარა სტუმრებისათვის საგანგებოდ მოეწყო საბავშვო კუთხე, სადაც მათთვის „თოჯინების თეატრი“ წარადგინეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი საღამოს გალა კონცერტით გაგრძელდა. ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგა ჯგუფი „ალილო“ და რომან რცხილაძე, ბენდთან ერთად.
ზეიმი სადღესასწაულო ფოიერვერკით დასრულდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ერთიანი კონცეფცია - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ აერთიანებს. შესაბამისად, ღონისძიების ყველა აქტივობა ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე იყო დაფუძნებული.
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა