მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 სკოლის IIIა კლასში (კლასის ხელმძღვანელი ლია აწყურელი) ინგლისურენოვანი ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით ''Once Upon a Time'' (იყო და არა იყო რა), რომელიც დედის დღის დღესასწაულს მიეძღვნა.
ღონისძიება ინგლისური ენის პედაგოგის, ლელა ცაგარეიშვილის ორგანიზებით მოეწყო.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ინგლისურ ენაზე წარუდგინეს ორი სპექტაკლი ცნობილი ევროპული ზღაპრების მიხედვით (ფიფქია და შვიდი ჯუჯა; მძინარე მზეთუნახავი).
მოსწავლეებმა შეასრულეს ინგლისური სიმღერები, იცეკვეს და მიუძღვნეს ლექსები დედებს, რითაც მათ მიმართ უდიდესი სიყვარული გამოხატეს და ამავე დროს, უცხო ენის ცოდნის მაღალი დონეც აჩვენეს.
როგორც დამსწრეები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მოირგეს ზღაპრების გმირების როლები და შესანიშნავად გააცოცხლეს ისინი სცენაზე.
ღონისძიებას სკოლის დირექცია, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო