თბილისის N103 საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „გიყვარდეთ, კაცნო ერთმანეთი“ გაიმართა
28-05-2019
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N103 საჯარო სკოლის ლიტერატურულმა სალონმა (ხელმძღვანელი: მანანაა ნიკოლაშვილი) და მუსიკალურმა ეთნო-ავთენტურმა წრემ (ხელმძღვანელი: ნინო მიჯახტაშვილი) ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო - „გიყვარდეთ,კაცნო ერთმანეთი“ მოაწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობას მოიცავდა და დამშვენებული იყო ფშაური სიმღერებით.
„ღონისძიება „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მოსწავლეებში ტოლერანტული კულტურის ამაღლებას ემსახურებოდა. სცენა გაფორმებული იყო ფშაური ეთნოგრაფიული მოტივებით. მოსწავლეებმა: ანა ნიკოლაშვილმა, ლიანა ელიბეკიანმა, ანა კამკამიძემ, მარიამ გობეჩიამ, ანნა მერლანმა, დავით მაღლაკელიძემ, ნანა ხუციშვილმა, ლიზი თოლორაიამ, ანა ჩხაიძემ, თათია ფარცახაშვილმა , მარიამ თუთბერიძემ, გიორგი აბულაძემ, გიორგი სარქისოვმა, ლიდია ორეხოვამ, ლიკა ღვინაშვილმა სასიამოვნოდ და სიანტერესოდ გადმოგვცეს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის დეტალები, მხატვრული ოსტატობით წაიკითხეს ვაჟას ლექსები. ნინო მიჯახტაშვილის მუსიკალური ეთნო-ავთენტური წრის მოსწავლეებმა მაყურებელთა ოვაცია დაიმსახურეს. მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ბატონმა არჩილ ჩხაიძემ, რომელმაც აღუთქვა მხარდაჭერა ნებისმიერი საქმის წამოწყებაში, თუ კი ეს ჩვენი მოსწავლეების წინსვლა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი სკოლა კიდევ ბევრ საინტერესო საღამოს გპირდებათ, ძვირფასებო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.