მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის, შეუბნის საჯარო სკოლაში დირექტორის, ეთერ ჩიკვილაძის 70 წლის იუბილეს, მისი შეუბნის საჯარო სკოლაში მუშაობის 45 და დირექტორობის 25 წლისთავს საიუბილეო საღამო მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საღამო დატვირთული იყო ემოციებით, ბედნიერებისა და მადლიერების ცრემლებით, გულთბილი მილოცვებით.
„გავიხსენეთ ეთერი მასწავლებლის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები და მიღწევები. მის მიერ გაწეული დაუღალავი შრომა სკოლის განვითარებისა და მომავალი თაობის ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესში.
საღამოზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „გაზაფზული“, სკოლის ყოფილმა მოსწავლეებმა თავიანთი ნომერი მიუძღვნეს იუბილარს, სახელწოდებით - „ეთერი მასწავლებელის მეგობრები“.
საღამოს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი და თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს - განათლების, კულტურის ახალგაზრდულ საქმეთა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე- სოფო გუგეშაშვილი. სკოლისა და ქალბატონი ეთერის მეგობრები.
საღამო დატვირთული იყო ემოციებით, ბედნიერებისა და მადლიერების ცრემლებით, გულთბილი მილოცვებით. დიდი მადლობა ქალბატონო ეთერ, თქვენ, რომ ხართ არაჩვეულებრივი დირექტორი, საუკეთესო პედაგოგი, განუმეორებელი მეგობარი და დიდებული ადამიანი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სალხინოს ტერიტორიაზე 1953 წელს გახსნილი ჰესი მოინახულეს