სიახლეები
სკოლები

წყალაფორეთის საჯარო სკოლაში პროექტის - „მოვიარე ხარაგაული“ პრეზენტაცია გაიმართა
28-05-2019
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, წყალაფორეთის საჯარო სკოლის უცხო ენათა კათედრამ (ხელ- ლი ნ. კალანდაძე) პროექტის - „მოვიარე ხარაგაული“ პრეზენტაცია წარმოადგინა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტზე აქტიურად მუშაობდნენ V - IX - X -XI -XII კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები: ნ. კალანდაძე, ნ. ნიკაჭაძე, ც. გიორგაძე და მ. სახვაძე.

პროექტის მომზადებაში ასევე ჩართული იყო ისტის მასწავლებელი ნათია ტაბატაძე.

„მოსწავლეებმა შეისწავლეს ჩვენი რაიონისა და სოფლის მდიდარი ისტორიული წარსული. მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ. ასევე გამოუშვეს კედლის გაზეთი. პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. თემა მეტად აქტუალური იყო. პრეზენტატორები ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე მეტყველებდნენ, რაც ძალზე სასიამოვნო იყო მსმენელთათვის. ჩანდა მოსწავლეთა დიდი მონდომება, ნიჭიერება და სიყვარული საკუთარი სოფლის და რაიონისადმი. IX კლასელთა სურვილი იყო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ ესაუბრათ. მათ მნიშვნელოვანი მასალა შეაგროვეს და ღონისძიების დასასრულს საინტერესო ფრანგულენოვანი პრეზენტაცია წარმოადგინეს. მიგვაჩნია, რომ მოძიებული მასალა გზამკვლევია ტურისტებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

აღნიშნული პროექტი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გრძელდება

ლექციის თემა იყო – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება