მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლაში ჩატარებულ სესიაში, რომელსაც ამერიკული განათლების თბილისის ფილიალის ხელმძღვანელი დალი ხომერიკი მართავდა.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია ამერიკული განათლების ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ელენე ბერეკაშვილმა.
შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები და მე-9, მე-10 ,მე-11 კლასის მოსწავლეები. სესიაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია გაცვლით პროგრამებთან და იმ ხუთ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიარონ მათ მიზნის მისაღწევად.
პროგრამაში ასევე ჩართულნი იყვნენ მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებლები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს. შეხვედრა კი საბოლოოდ კითხვა პასუხის რეჟიმში დასრულდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს