სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

„წამახალისებელი შეძახილის დროს უფრო ვუწევ ხმას, რომ ჩემი წარმატება ყველამ გაიგოს“ - თბილისის N11 საჯარო სკოლის გამოცდილებიდან
28-05-2019
-
+


მაისის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ შემდეგ მოსწავლეები წარმატების დიპლომებით იწონებენ თავს, მიღწევებს ოჯახსა და კლასელებს უზიარებენ და მოუთმენლად ელიან ზარს Izrune.ge-ს რედაქციიდან, რომელიც მათ წინსვლას ყოველთვის ახალისებს.

პირველი, ვინც მაისის შემაჯამებელი ტესტი გაიარა მერვეკლასელი არარატ კულახსზიანი იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის საჯარო სკოლიდან. ენის ბარიერის მიუხედავად, მოსწავლე Izrune.ge-სთან ერთად სახელმწიფო ენის სწავლასა და წარმატებისკენ სვლას დიდი მონდომებით ცდილობს.

მეორე მოსწავლე კი იზრუნეს კიდევ ერთი წარმატებული ოჯახის წევრი თბილისის N11 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ანდრია ხუციშვილი გახლავთ, რომელიც  მოუთმენლად ელოდა ტესტების დღეს და ჩვენთვის  წარმატების გაზიარებას:

„ყოველი ტესტის დღეს განსაკუთრებით ველოდები, ერთი სულ მაქვს როდის მოვიპოვებ ხოლმე დიპლომს და ვაჩვენებ ოჯახს, ჩემს მეგობრებს. ყველაზე მეტად მათემატიკური კითხვები მიყვარს, იზრუნეს ანიმაციაც მომწონს და წამახალისებელი შეძახილის დროს უფრო ვუწევ ხოლმე ხმას, რომ ყველამ გაიგოს.“

ანდრიას წარმატების სიხარულს მის გვერდით მჯდომი დედა, მაია გოგინაშვილი განსაკუთრებით იზიარებს. ახარებს, რომ მოტივირებულ შვილს ხედავს და მის მრავალმხრივ განვითარებას პორტალთან ერთად უწყობს ხელს:

„თავად მახსენებს ტესტების დღეს, დიდი ყურადღებით კითხულობს საკითხებს და საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას ყოველთვიურად ცდილობს. სიჩქარის გამო დაშვებულ შეცდომებს განსაკუთრებით უღრმავდება და დამატებით იძიებს მასალას საკითხის ირგვლივ. მახარებს ასეთ მოწადინებულს რომ ვხედავ, პორტალი ხომ მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას აჩვევს ბავშვებს და წინსვლაში ეხმარება. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას Izrune.ge-ს, ანდრიასა და მის კლასს.“

ანდრიას მზრუნველი დამრიგებელი შორენა ნაცვლიშვილი მოსწავლის წარმატებას სიამაყით იზიარებს და პორტალის შემეცნებით, მამოტივირებელ და გამაერთიანებელ მიდგომებზე საუბრობს:

„მახარებს ანდრიასა და ჩემი მოსწავლეების წარმატებული ჩართულობა Izrune.ge-ში. ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან ტესტების გავლას, შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს და კლასში განიხილავენ გაუგებარ საკითხებს. პორტალთან ერთად სასწავლო გარემო მათთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება, მშობლები მათ მოტივაციას რომ ხედავენ, თავადაც დიდ ინტერესს იჩენენ, აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და სოციალურ ქსელშიც იწონებენ თავს შვილების წარმატების დიპლომებით. Izrune.ge ხომ დამოუკიდებლობას, სითამამესა და თავისუფალ აზროვნებას აჩვევს ბავშვს. პორტალთან ერთად მოსწავლეები მეტად დაკვირვებულები, შედეგზე ორიენტირებულები გახდნენ. თანაც, მეტად ავუწყეთ ფეხი საგანმანათლებლო სიახლეებს და უკვე მეორე კლასში შემეცნების სივრცედ კომპიუტერსა და ინტერნეტს იყენებენ. რა გითხრათ, მადლობელი ვარ, რომ Izrune.ge ქვეყნის განათლებულ და წარმატებულ მომავალს ზრდის ჩვენთან ერთად. ანდრიაც ძალიან თბილი, გონიერი, პასუხისმგებლობიანი და ინტერესიანი მოსწავლეა, უყვარს აზრიანი კითხვების დასმა და პასუხების მოძიება, მისთვის და თანაკლასელებისთვის მზრუნველი ტესტები მრავალმხრივი განვითარების გზაა.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება