მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის საჯარო სკოლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ხათუნა კორძაძესთან ერთად, 24 აპრილს, ვნების კვირაში, სამტრედიაში მდებარე სათნოების სახლს ესტუმრნენ.
სოციალური პროექტის, „რასაცა გასცემ, შენია...“, მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ, რას განიცდიან თავშესაფარში მყოფი ბენეფიციარები, რა სტკივათ, რა აწუხებთ, როგორ ცხოვრობენ. მოფერებოდნენ და შეექმნათ მათთვის წინასააღდგომო განწყობა.
პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, ვინაიდან არ იყვნენ ნამყოფი მოხუცთა თავშესაფარში და გეგმის განხორციელებას ენთუზიაზმით შეუდგნენ.
პროექტზე მუშაობა წარიმართა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები გაიწაფნენ ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებაში. განუვითარდათ თანამშრომლობის, შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის, თანაგანცდის უნარები. აუმაღლდათ ემპათიისა და სიკეთის კეთების სურვილი.
მოსწავლეებმა ორგანიზატორ მასწავლებელ და მშობლებთან ერთად გაამზადეს სანოვაგე შეძლებისდაგვარად.
პედაგოგის თქმით, მუდმივად გრძნობდნენ როგორც სკოლის დირექტორის, ისე მასწავლებლების ხელშეწყობას პროექტის განხორციელებისას.
სათნოების სახლის ეზოში მოსწავლეებმა დარგეს სამახსოვროდ ეზოს ყვავილები, ყვავილები ასევე ქოთნებითაც მიიტანეს.
ამ პროექტზე მუშაობით გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებში, ასევე სიკეთის კეთებისა და თანაგანცდის უნარები, რაც ხელს შეუწყობს სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება