სიახლეები
ეტალონი

ბათუმში ''ეტალონის'' პირველი ტური მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა
07-04-2017
-
+


ბათუმის ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში ბათუმის მერია რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ბათუმის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.   
ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.       

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.   

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის გოჩა დავითაძის თქმით, ''ეტალონი'' ხელს უწყობს ნიჭიერი ახლაგაზრდების წარმოაჩენას:

''ეტალონის'' შესარჩევი ტური ქალაქ ბათუმის 39 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სკოლების აქტივობა  მაღალი იყო. ყველაფერმა ობიექტურად და გამჭვირვალედ  ჩაირა. ''ეტალონი'' ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ნიჭიერი ახლაგაზრდების წარმოაჩენას და წახალისებას.''  

ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ აღნიშნა, რომ სკოლების ჩართულობა მაღალი იყო:

''პირველი ტური როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩატარდა. აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს ჰქონდა ინტელექტ-შეჯიბრში ჩართვის შესაძლებლობა. ყველაფერმა მშვიდ და სამუშაო ვითარებაში ჩაიარა. ''ეტალონი'' არის ინტელექტიალური პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ინტელექტუალური დონის ამაღლებას. პროექტის მხადამჭერია ბათუმის მერია. ''  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".     

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება