ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია - „სამყაროს პარადოქსები“ გაიმართა
ახალციხის №5 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია - „სამყაროს პარადოქსები“ გაიმართა.სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული კონფერენციით სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ გახსნა დაგეგმილი კვირეული სახელწოდებით - „საოცარ მეცნიერებათა სამყაროში“.
კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება.
კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობდნენ სკოლის მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეები: 1. სამსონიძე მარიამი- ,,აუტოიმუნური დაავადებები“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჭინჭველაძე - №5 საჯარო სკოლა/ XI ა კლასი; 2. კაჭკაჭაშვილი ქეთევანი -,,რეალობის კვანტური ილუზია“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი- №5 საჯარო სკოლა/ XIგ კლასი; 3. ბერიძე ბარბარე-,,მიწის ცოცხალი სისხლი“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე- №5 საჯარო სკოლა/ X ა კლასი; 4. სუდაძე რიმა - ,,დროში მოგზაურობა-პოლჩინსკის პარადოქსი“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე-№5 საჯარო სკოლა/ X დ კლასი; 5. მათოშვილი მარი -,,სიმსივნე-როგორც სიკვდილის ანგელოზი“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე- №5 საჯარო სკოლა/ XI ა კლასი ; 6. პლაჭიაშვილი თამთა -,,ქიმიის პარადოქსები“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი- №5 საჯარო სკოლა/ XI ა კლასი; 7. ივანიძე ლიკა -,,სიცოცხლე- მოლეკულათა ჯაჭვისგან შემდგარი საოცრება“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ლია ფეიქრიშვილი- №5 საჯარო სკოლა/XI გ კლასი; 8. თათია გიგოლაშვილი -,,სიზმარი-ადამიანის ,,ცხოვრება“ ორ, განსხვავებულ გარემოში“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე- №5 საჯარო სკოლა / X ა კლასი; 9. მერაბიშვილი ეთო -,,შავი ხვრელი- ყველაზე ამოუცნობი კოსმოსური გიგანტი“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი - №5 საჯარო სკოლა/ X ა კლასი; 10. ასპანიძე ქეთევანი- ,,სიკვდილის ფენომენი“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე - №5 საჯარო სკოლა/ XI ბ კლასი; 11. აღლემაშვილი ივანე ,,ფერმის პარადოქსი“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე- №5 საჯარო სკოლა / X დ კლასი; 12. ათუნაშვილი ანი -,,ალტერ ეგო-გაორება“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე- №5 საჯარო სკოლა/XI ბ კლასი ; 13. ჩილინგარაშვილი თამარი- ,,დრო-მანძილია მოძრაობისა“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი-№5 საჯარო სკოლა / Xა კლასი; 14. დისამიძე სალომე -,,პიროგინეზი-თვითაალება“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე- №5 საჯარო სკოლა/ XI ბ კლასი; 15. ახალმოსულიშვილი თამარი -,,შავი ხვრელი“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე- №5 საჯარო სკოლა/ X დ კლასი; 16. ბერიძე იზოლდა- ,,რა არის შავი ხვრელი- ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ცრო ლეკიშვილი- №5 საჯარო სკოლა/ XI ბ კლასი; 17. ტაბატაძე თინათინი -,,კლინიკური სიკვდილი“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე- №5 საჯარო სკოლა/ X ა კლასი; 18. ვახტანგიშვილი ანა, ვახტანგიშვილი მარიამი -,,მუსიკა და ქიმია“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი - №5 საჯარო სკოლა/ XI ა კლასი;
„კონფერენციამ მეტად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი იყო და სამყაროს პარადოქსულ მოვლენებს შეეხებოდა. კონფერენცია დაგეგმა და განახორციელა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ, რომლის ხელმძღვანელია ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა ენდელაძე, ხოლო ორგანიზებას უწევდა ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი. მოსწავლეებს სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები, ხელმძღვანელ მასწავლებლებს მადლობის სიგელები და წიგნები, თითოეულ საკონფერენციო დღეს გამოვლენილ გამარჯვებულ მომხსენებელ მოსწავლეებს-მარიამ სამსონიძეს, რიმა სუდაძეს, ბარბარე ბერიძეს, ივანე აღლემაშვილს, სალომე დიასამიძეს, ანა და მარიამ ვახტანგიშვილებს წიგნები გადასცა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ინგა ვარდიძემ. კონფერენციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, მოწვეული სტუმრები: ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ხათუნა ხმალაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი. კონფერენციამ დამსწრე საზოგადოებისაგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები