მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბაძვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს.
ღონისძიებას პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში დაიდგა თოჯინების თეატრი ,,რწყილი და ჭიანჭველა", პირველი კლასის მოსწავლეებმა გაითამაშეს დიალოგი ,,მანანა და ლალი". ასევე შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
პედაგოგმა ინგა ქარქაშაძემ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა:
„ყველაფერი პირველთან ასოცირებული დიდ კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ შევეცადე მათთვის დაუვიწყარი დღე მეჩუქებინა. ჩემმა მცდელობამ გაამართლა. პირველკლასელთა პირველი გამოსაშვები ზარი იყო მხიარული, დადებითი ემოციებით სავსე. ვიცი, ეს იყო დღე, რომელიც მათთვის დაუვიწყარ კვალს დატოვებს“.
ღონისძიების დასასრულს დაბაძვლის საჯარო სკოლის დირექტორმა მარიამ ქარქაშაძემ მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ყველა პირველკლასელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის სიგელით დააჯილდოვა.
იხილეთ ვიდეო და ფოტო მასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს