სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
29-05-2019
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება კლასის დამრიგებელმა ლელა ყოლბაიამ გაუწია, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით პირველკლასელების ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით გამოირჩეოდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. მოსწავლეებმა გაიხსენეს „დედა ენის“ შექმნისა და განვითარების ისტორია და ქართული ანბანისადმი მიძღვნილი, გამოჩენილი ადამიანების ულამაზესი გამონათქვამები და ფრაზები.
კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიმბოლურად სიგელები დააჯილდოვა.
სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის ლალი ყოლბაიას სკოლის დირექციისგან მადლობის სიგელი გადაეცა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელის ლალი ყოლბაიას და ხატია სახოკიას ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ. მათ მოინახულეს ექსპონატები და მოისმინეს საინტერესო ისტორიები. მოსწავლეებმა მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად რუსთაველზე გაისეირნეს და  დედა ენის ძეგლთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება