მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში დამოუკიდებელმა ინტელექტუალურმა კლუბმა „ერუდიტმა“ ჩაატარა კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.
კონკურსი ემსახურებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. კონკურსში მონაწილეობდა კერძო და საჯარო სკოლის 40 მოსწავლე.
კონკურსი ჩატარდა 3 ტურად. პირველ ტურში მოცემული იყო 12 შეკითხვა, დახურული დაბოლოებით, ტესტირების სახით, მოსაფიქრებლად - 4 წუთი; მეორე ტურში მოცემული იყო 12 შეკითხვა, ღია დაბოლოებით (წერითი). მოსაფიქრებლად - 4 წუთი.
მესამე ტურში გადავიდა 10 მოსწავლე, რომლებმაც ზეპირ კითხვებს უპასუხეს. ფინალი იმდენად დაძაბული აღმოჩნდა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი კითხვების დასმა გახდა საჭირო.
ამ კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარი ჭუმბურიძემ, ხოლო მე-3 ადგილი ორმა მოსწავლემ გაინაწილა: ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თინიკო ცირეკიძემ და ახალთერჯოლის სკოლის მოსწავლე ქეთევან აბჟანდაძემ.
როგორც სკოლის წარმომადგელნები აღნიშნავენ, კონკურსის გამარჯვებულებმა შთაბეჭდილებები თანაკლასელებსა და სხვა მეგობრებს გაუზიარეს:
''მოსწავლეები სახავენ გზებს შედეგების გაუმჯობესებისა და ახალი წარმატების მისაღწევად, თანატოლებთან აქტიური ჩართულობითა და სიახლეების ძიებით.''
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი