მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის აკეთის საჯარო სკოლამ ტრადიციებს არც ამჯერად უღალატა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ისტორიის მასწავლებელმა ლეილა გოგელიამ და მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ჩაატარეს ვიდეო გამოკითხვა თუ რას ნიშნავდა მათთვის 26 მაისი. გააკეთეს პრეზენტაციები, ფოტო-ვიდეო მასალების ფონზე, წაიკითხეს ლექსები, მომზადდა გაზეთი „გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორია“. ღონისძიება დასრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე.
აღნიშნულმა ღონისძიებამ მოსწავლე-ახალგაზრდობა კიდევ ერთხელ დააფიქრა ამ დღის მნიშვნელობაზე, რომელიც სიამაყის განცდას უნდა აღუძრავდეს თითოეულ მათგანს და ამ მონაპოვარს დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც