მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მედიაწიგნიერება - კომპეტენცია ინფორმაციის მართებულად აღსაქმელად“ ერთერთი წარმატებული აქტივობაა, რომელიც წამყვანი მასწავლებლის, თამარ თაბუაშვილის ინიციატივით განხორციელდა.
გთავაზობთ პედაგოგის სტატიას, რომელშიც წარმატებული გამოცდილებაა გაზიარებული:
„ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენცია , მედიაწიგნიერება ასე განიმარტება : ,,მედიაწიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მედია გზავნილების ანალიზის, მათი წარმოების ტექნიკის, აუდიტორიაზე ზეგავლენის და ამ ზეგავლენის შედეგების კრიტიკული შეფასება. აგრეთვე მისი მეშვეობით შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის სივრცეში არსებული ყველა ჟანრის ან ფორმატის მედია-პროდუქციის შექმნა.“
ქართული საგანმანათლებლო სივრცე დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც მხოლოდ ფაქტობრივ ცონდნაზე არ იქნება ორიენტირებული და ექნება მზაობა ცხოვრებისეული პრობლემის დასაძლევად , რასაც განაპირობებს მოსწავლეებში შემოქმედებითი ,კრიტიკული თუ ანალიტიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს მედიაწიგნიერების კომპეტენციის დაუფლება და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს მოსწავლეები აკვირდებიან და იკვლევენ ფაქტებისა და მოვლენების ნამდვილ მნიშვნელობებს . ეს ეხმარება მათ მედიასამყაროში ორიენტაციაში, რადგან ფილტრავენ ინფორმაციის და კრიტიკულად აფასებენ. ვინაიდან დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი პრობლემაა ნამდვილი და ცრუ ინფორმაციების ვეებერთელა ტალღაში, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღიურად ინტერნეტში აწყდებიან, გაარკვიონ რეალობა. იფიქრონ, იმსჯელონ და იაზროვნონ კრიტიკულად ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს, რათა არ გაეხვნენ მოსალოდნელ მახეში ან თავად არ გახდნენ არასწორი ინფორმაციის გამავრცელებლები. ერთმანეთისგან განასხვავოს ცრუ და რეალური ინფორმაცია
მედიაწიგნიერების ერთ-ერთი მთავარი მკვლევრის, ჯეიმს პოტერის მიხედვით, „მედიაწიგნიერება არის პერსპექტივათა კრებული, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ მასმედიასთან ურთიერთობისას, რათა შემხვედრი გზავნილების მნიშვნელობა განვმარტოთ.“
სწორედ ამიტომაც მედიაწიგნიერება გულისხმობს დღევანდელ მრავალფეროვან და მრავალმხრივ ინფორმაციებზე კონტროლის დამყარებას, ვინაიდან რაც უფრო მაღალია ადამიანში მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია შესაძლებლობა, სწორი დასკვნები გამოიტანოს არსებული ინფორმაციებიდან .მედიაწიგნიერი ადამიანი არ იბნევა ინფორმაციათა ,,ზღვაში“ იგი ეცნობა ყველაფერს და იძენს იმ გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც მისთვის სასარგებლოა ხოლო ,,ჯერკუალს განაგდის“ . სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ,ძალიან მნიშვნელოვანია აღვზარდოთ მედიაწიგნიერი თაობა, რაზეც თითოეული საგნის მასწავლებელი უნდა ფიქრობდეს და სწავლების პროცესში აქტიურად ვიყენებდეთ ისეთ აქტივობებს, რომელიც ამ კომპეტენციის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბოლო ათწლეულის წიგნიერების ათწლეულად გამოცხადების დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი განაცხადი იყო, რომ „წიგნიერება არის გაცილებით მეტი, ვიდრე კითხვისა და წერის უნარი. ეს არის სოციალური გამოცდილებები და ურთიერთობები, ცოდნა, ენა და კულტურა ერთად. ის, ვინც ფლობს და იყენებს წიგნიერების უნარებს, მათ რაღაც თავისთავად ცხად და გარკვეულ ბუნებრივ თვისებებად მიიჩნევს. მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ შეაფასონ წიგნიერება თავისუფლების ტოლფას კატეგორიად, ვინც მოკლებულია ამ უნარებს და რჩება თანამედროვე კომუნიკაციის მიღმა“.
განცხადებით ცხადი გახდა , რომ წიგნიერების ცნება ახლებურად უნდა გაგვეაზრებინა და ამ შემთხვევაში მთავარია მედია და საინფორმაციო წიგნიერება. უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლეებში ამ კომპეტენციის განვითარებისთვის. ამ ყველაფრის გააზრების შემდგომ, გადავწყვიტე თავად მიმეღო შესაბამისი ცოდნა, მესწავლა თუ როგორ მესწავლებინა მოსწავლეებისათვის, ისე , რომ მათში განმევითარებინა ეს უნარი და ამ მიზნით თავად გავიარე სამოქალაქო განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, სადაც გავიცანი კოლეგები და მათი საქმიანობა, შესაბამის პორტალზე ხშირად ვეცნობოდი მასალებს, ვიყენებდი რესურსებს უნარის განვითარების ხელშეწყობისთვის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში უფროსი და წამყვანი მასწავლებლების სავალდებულო აქტივობებიდან ერთ-ერთში სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარებისას გათვალისწინებული იქნა სწორედ მედიაწიგნიერებაზე , როგორც გამჭოლ კომპეტენციაზე“ ორიენტირებული გაკვეთილიც. სწორედ ამიტომ თავად მივიღე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოწვევა-შემოთავაზება, ჩამეტარებინა მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი, რომლის ვიდეოჩანაწერსაც ტრენინგზე განსახილველდ გაიტანდნენ. ასეც მოვიქეცი და მთელი წლის განმავლობაში შეფასების ჯგუფები განიხილავდნენ ამ გაკვეთილის ( რომელიც, ფაქტობრივად, მასწავლებელთათვის სასწავლო რესურსი იყო) დადებით და უარყოფით მხარეებს. მოკლედ, გაგაცნობთ გაკვეთილის ნიუანსებს, იმ პედაგოგებს, ვისაც არ უნახავს ვიდეოჩანაწერი და გავუზიარებ პირად გამოცდილებას.
გაკვეთილი ჩავატარე მე-6 კლასში , თემად შევარჩიე საინფორმაციო ტექსტი ,,მუშტაიდი“ . გაკვეთილის დაგეგმვისას კონსულტაციები გავიარე ქალბატონ მაია ინასარიძესთან, თუმცა რამდენიმე საკითხში შეგნებულად დავუშვით შეცდომა ,რადგან გაკვეთილი ტრენინგზე განხილვისთვის იყო განკუთვნილი და მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონოდათ აღმოეჩინათ ხარვეზები , რაზეც გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიაშიც ვსაუბრობ. მიზნად დავისახე მოსწავლეებს გაეანალიზებინათ საინფორმაციო ტექსტი, ენახათ და მოესმინათ დოკუმენტური ფილმი და გაეკეთებინათ შედარება ფილმსა და საინფორმაციო ტექსტს შორის, რა იყო საერთო, რა განმასხვავებელი, რამდენად იყო სანდო მედია რესურსი. გამოწვევის ფაზაზე, მოსწავლეებს გონებრივი იერიშის საშუალებით გამოვათქმევინე მოსაზრებები, იცოდნენ თუ არა რატომ დაერქვა მუშტაიდის პარკს ეს სახელი. მათი პასუხების შემდეგ, დავურიგე საინფორმაციო ტექსტი ჯგუფებში და ვთხოვე ჯერ ინდივიდუალურად გასცნობოდნენ ტექსტს, შემდეგ ჯგუფებში გაეზიარებინათ მთავარი და მნიშვნელოვანი ინფორმაციები და ჩაენიშნათ. სამუშაოს დასრულების შემდეგ პროექტორით გავუშვი დოკუმენტური ფილმი ,,მუშატაიდზე“ (https://ruslar.pro/video/p0JwiKBZ7ko ) და მოსწავლეებს ვთხოვე ფილმის მსვლელობის დროს ჩაენიშნათ ის ინფორმაციები, რომლებიც მოგვიანებით ცხრილის შევსებისას დასჭირდებოდათ, წინასწარ გავაცანი ეს ცხრილი და დავურიგე ჯგუფებში, რომ სცოდნოდათ, რაზე გაემახვილებინათ ყურადღება:
ფილმის მოსმენის შემდეგ, მოსწავლეებს მივეცი დრო ჯგუფებში გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის ჩანიშნულ-მოსმენილი ინფორმაციები და შეევსოთ მოცემული ცხრილი, თან შეერჩიათ პრეზენტატორები. ცხრილის შევსების შემდეგ, თითოეული ჯგუფის წარმომადგენელმა გააკეთა თითო საკითხის პრეზენტაცია და სხვა ჯგუფებმა შეავსეს განსხვავებული მოსაზრებებით. გაკვეთილის ბოლოს კი კითხვა-პასუხის მეთოდით აქცენტები გავაკეთეთ მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, თუ როგორ უნდა განასხვავოს მოსწავლემ სანდო და მცდარი ინფორმაცია .
მართალია, ეს გაკვეთილი ტრენინგზე განხილვისთვის ჩავწრეთ, მაგრამ მას შემდეგ არაერთხელ ჩავატარე სხვადასხვა კლასსა და სხვადასხვა თემაზე აღნიშნული კომპეტენციის გასავითარებლად და კოლეგებსაც ვურჩევდი მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარებას.“
გამოყენებული ლიტერატურა :
http://medialiteracy.ge/ge/page/id/7/ra-aris-mediawigniereba
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“