მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაქტიონის და ტიციანის მშობლიურ მხარეში ცხოვრობდე და ასწავლიდე ქართულ ლიტერატურას ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას გააცნო და შეაყვარო მომავალ თაობას პოეზია, შესაბამისად მხატვრული კითხვა და მეტყველება.
სწორედ ამიტომ ვანის მუნიციპალიტეტის ზედა გორას საჯარო 29 აპრილიდან- 29 მაისამდე რეგულარულად, ყოველ პარასკევს გაკვეთილების შემდეგ პოეზიის საღამოებს აწყობენ.
მეოთხე კლასიდან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ყოფილიყვნენ საღამოს ორგანიზატორები და აერჩიათ ერთი პოეტი, რომლის ცხოვრებას და შემოქმედებას გაიცნობდნენ და წარმოადგენდნენ.
ასე გაიცნეს და გააცნეს მოსწავლეებმა გალაქტიონის, ტიციანის, მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, ილიას, აკაკის, შოთა ნიშნიანიძის და სხვა ქართველ პოეტთა მუზები მასწავლებლებს.
„ლექსის მხატვრული კითხვა დახვეწას და დიდ შრომას საჭიროებს. ჩემი მოსწავლეები ამ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, ითვალისწინებდნენ ჩემს მიერ მიცემულ ინსტრუქციებს. ყოველ დღე ,ორი თვის მანძილზე გაკვეთილებს შორის შესვენება, ჩვენთვის პარასკევი დღის სამზადისი და შესაბამისად „პოეზიის 5 წუთი" იყო. ეს საინტერესო და სახალისო შრომა, მოსწავლეების მხრიდან ასეთი მოტივაცია და ჩართულობა ჩემთვის, როგორც პროექტის ავტორისთვის ძალიან სასიამოვნოა.
მხატვრული კითხვის და მეტყველების კონკურსს ინტერესით ესწრებოდნენ ჟიურის წევრები, ზედა გორას საჯარო სკოლის პედაგოგები: ირინა ტაბაღუა, მავლინა ხურციძე, მანანა ვაშაყმაძე და სკოლის დირექტორი ნაირა ქარჩხაძე.
ორი თვის განმავლობაში მოსწავლეები შემოქმედებითად ძალიან გაიზარდნენ. ამას მოწმობს ის ფაქტი , რომ ჟიურის წევრებს ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო უჭირდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამოვლენა. ყველანი ზედმიწევნით კარგად ავლენდნენ საკუთარ ნიჭს, რაც პროექტის წარმატებით მუშაობის დადასტურებაა.
2019 წლის 29 მაისს მოუთმენლად ელოდნენ მოსწავლეები და არა მარტო ისინი. მასწავლებლებმა არ დაიშურეს დრო, ძალა, ენერგია, საჩუქრები მოსწავლეების გასახარებლად და ამ დღის გასალამაზებლად. რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს.
მოსწავლეები შემოქმედებითად გაიზარდნენ ეს ყველას წარმატებაა, ისეთ მცირე კონტიგენტიან სკოლაში როგორიცაა ზედა გორას საჯარო სკოლა ამდენი ნიჭიერი ბავშვის აღზრდა პედაგოგების დაუზარელი შრომის შედეგიცაა.
2019 წლის 29 მაისს ნიჭიერი თაობის ზეიმი გაიმართა „მხატვრული კითხვის და მეტყველების „ კონკურსის გრანდიოზულ ფინალზე ისმოდა ქართული ლექსები და ამ ლექსებზე შესრულებული სიმღერები. ოვაციებს ვერ ფარავდა მაყურებელი როცა შეიტყვეს ,რომ ამ პროექტმა არა მარტო ლექსის მხატვრული კითხვა ასწავლა მოსწავლეებს ,არამედ ზოგიერთს დააწერინა კიდეც .
ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციაში. ჟიურის წევრებმა საჩუქრები გადასცეს ფავორიტ მონაწილეებს და ეს დღე მიემატა ზედა გორას სკოლის წარმატებულ დღეებს.
და ბოლოს, მინდა უდიდესი მადლობა და სიყვარული გამოვხატო ჩემი აღსაზრდელებისა და თანამშრომლების მიმართ. დღეს ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ ვზრდით ისეთ ნერგს (ნერგებს), რომელსაც ( რომელთაც) სასიამოვნო ნაყოფის გამოღება და უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია, ჩვენ გვჯერა მათი. გისურვებთ წარმატებებს!“
სიყვარულით ზედა გორას საჯარო სკოლის პედაგოგი ირინე მაწკეპლაძე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც