სიახლეები
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
30-05-2019
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლაში „ყველაზე ჭკვიანის“ გაზაფხულის ფინალური თამაში გაიმართა.

აქტივობა ნინო დანელიას ხელმძღვანელობით განხორციელდა და  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მასში მე-2, მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჟიურის წევრები მასწავლებლები: მზისადარ კვანტალიანი და ნათია ჯღარკავა, მშობლები: თამუნა ჯანჯღავა და ლალი ფაცია და თავჯმდომარე, სკოლის დირექტორი მალხაზ წირღვავა გახლდათ.

თამაში დაძაბულად მომდინარეობდა, მოსწავლეები პასუხებში ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.

15 შეკითხვის შემდეგ პირველი ადგილის მფლობელი IV კლასის მოსწავლე ნინო გახოკიძე გახდა.

მეორე ტურის შემდეგ, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, მე-2 ადგილის მფლობელი IV კლასის მოსწავლე ნინო ძაძამია გამოვლინდა, მე-3 ადგილის V კლასის მოსწავლე ლევანი ჩაგუნავას ხვდა წილად.

მესამე ტურის შემდეგ გამოვლინდა მე-4 ადგილის მფლობელი II კლასის მოსწავლე ანანო ხუნწელია, მე-5 ადგილი V კლასის მოსწავლე ლექსო ფაციამ დაიკავა. 

მონაწილეები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

დირექცია ნიჭიერ მოსწვალეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და სამომავლოდ მეტ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება