მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ,,ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება ხაჩკოვის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლიუბა ბულუდიანმა და კლასის დამრიგებელმა მეტაქსია შაჰბაზიანმა გაუწიეს, მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული.
ხაჩკოვის საჯარო სკოლის ექვსმა კურსდამთავრებულმა ბოლო ზარი ხაჩკოვის კლუბში, სკოლის დირექტორთან ლიანა პილტოიანთან, დირექტორის მოადგილე ალიგერა ოგანესიანთან, სკოლის სხვა პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად აღნიშნეს. სადაც მოსწავლეებმა იუმორისტული, ქორეოგრაფიულ და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
მოსწავლეებს სკოლის დამთავრება ცეკვით მიულოცა ხაჩკოვის საჯარო სკოლის ცეკვის ჯგუფმა და მისმა ხელმძღვანელმა არტაშეს ოგანიანმა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს გაწეული შრომისთვის და ულოცავს მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კერძო სკოლა „ცოდნაში“ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა