მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში Iა კლასის (ხელმძღვანელი: იამზე წულუკიძე) ღონისძიება თემაზე: „დედაენით უკვდავია დიდი ძია იაკობი" გაიმართა.
ზეიმი იაკობ გოგებაშვილისა და მის უკვდავ „დედაენას“ მიეძღვნა. პატარებმა საოცარი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს დიდი პედაგოგი და მისი მოთხრობების გმირები.
ისინი ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ ლექსისა და სიტყვის თქმაში, რომელსაც მორგებულად უხამებდნენ სიმღერესა და ცეკვას. ბავშვებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ მათი მშობლებშიც, რამაც უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი გახადა ეს დღე.
მათ როლური თამაშით წარმოადგინეს ნაწყვეტები დიდი იაკობის მოთხრობებიდან. დარბაზი სავსე იყო მოწვეული სტუმრებით, რომლებიც არ იშურებდნენ აპლოდისმენტებს და ტკბილ სიტყვებს მონაწილეთა მიმართ. ღონისძიება დადებითა შეაფასა წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბატონმა მამუკა ჩხეტიანმა, სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ, სასწავლო ნაწილმა ქალბატონმა დალი სილაგაძემ და მშობლებმა.
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებს ეს შთმბეჭდავი დღე არასოდეს დაავიწყდებათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კერძო სკოლა „ცოდნაში“ წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა