მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის რაიონის განჯალის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობები გაიმართა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესების, მათ პიროვნულ და სოციალურ განვითარებასა და თვითაქტუალიზაციას.
სკოლებში, სადაც არსებობს არაფორმალური განათლების კომპონენტები, მოსწავლეები უკეთესი აკადემიური მოსწრებითა და თანამშრომლობის უნარით გამოირჩევიან, იშვიათად აქვთ დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, გამოირჩევიან ასევე საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულებითა და თვითეფექტიანობის განცდით. სწორედ ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე, მე-8 კლასში განმეხორციელებინა საკლასო პროექტი, ამჯერად სახელწოდებით: ,,სიცოცხლის ხე“ (.Life tree) – .ამ თემის შერჩევა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ინგლისური ენის გაკვეთილები არ ყოფილიყი მოსაწყენი და ერთფეროვანი.
მთავარ მიზანს წარმოადგნდა ის, რომ ჩემ მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემაზე ინგლისურ ენაზე საუბარი.
პროექტის აქტუალობა:
გასაჭირში მყოფი ადამიანისადმი დახმარების სურვილის გაჩენა.
პროექტის მიზანია:
1. მოსწავლეებში მოხდეს ლექსიკური მარაგის გამდიდრება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე საუბარი.
2. მოსწავლეებში ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბება
3. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სხვადასხვა რესურსების შექმნა აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის.
პროექტის განხორციელების შედეგად მივაღწიე მთავარ მიზანს: მოსწავლეებში გაიზარდა ლექსიკური მარაგი და მათ შეძლეს ინგლისურ ენაზე საკუთარი აზრის გამოხატვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ჩამოუყალიბდათ გასაჭირში მყოფი ადამიანისადმი დახმარების უნარები. ასევე, ეფექტური კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა რესურსი აღნიშნული თემის პოპულარიზაციისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა“