სიახლეები
საინტერესო , რჩევები

რა ხრიკები უნდა გაითვალისწინონ გოგონებმა მაკიაჟის გაკეთებისას და როგორ მოვუაროთ სახის კანს
02-06-2019
-
+


ქალი რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, ერთ–ერთი მნიშვნელოვანია, მაკიაჟის ხელოვნებას მიმართოს. სრულყოფილი მაკიაჟი ხაზს უსვამს საუკეთესო ნაკვთებს და მალავს იმას, რაც გარეგნობაში არც ისე მოსაწონია.

რა უნდა გაითვალისწინონ გოგონებმა, რომ, მათი კანი ფერუმარილის გარეშეც კარგად გამოიყურებოდეს და ისეთი მაკიაჟი ჰქონდეთ, რომელიც მოდურიც იქნება და მისი ასაკის შესაფერისიც... ამ და სხვა კითხვებზე Etaloni.ge-ს „ლუტეციას“ ვიზაჟისტმა, ნინო გეჯაძემ უპასუხა.

- ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ თინეიჯერობის ასაკიდან სწორად მოუვლიან სახის კანს, მოწიფულ ასაკში საუკეთესო შედეგს მიიღებენ. თინეიჯერებისთვის ბევრი პროდუქტი საჭირო არ არის. მთავარია, მოიხმარონ კარგი გამწმენდი საშუალება, რომელიც კანის ტიპის და მდგომარეობის მიხედვით სწორად იქნება შერჩეული. ეს შეიძლება იყოს გამწმენდი  რძე, გამწმენდი ბალზამი, სახის გელი, ქაფი... გახშირებულია აკნეს პრობლემა და ამისთვის ცალკე ხაზები არსებობს, რომელსაც აქვს დასაბანი, ლოსიონი, კრემი... გამწმენდი იქნება თუ დასაბანი საშუალება, აუცილებელია, დილა–საღამოს გამოიყენონ. ხშირად სახის გაწმენდას ახორციელებენ ან დილით, ან საღამოს. სინამდვილეში, ჩვენი კანი, როგორც დღის ბოლოს აღარ არის სუფთა, ასევეა დილითაც, გაღვიძების შემდეგ. მთელი ღამის განმავლობაში ის ტოქსინები, რაც გროვდება ორგანიზმში, კანის ზედაპირზეც ამოდის. დილით დგებიან და მხოლოდ წყლით იბანენ. ამ ყველაფრის მოშორება სახიდან, მხოლოდ წყლით შეუძლებელია. დილასაც უნდა გავისუფთავოთ კანი და საღამოსაც. მით უმეტეს, თინეიჯერობის ასაკში და, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც, ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე, გავრცელებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანი.

- გასუფთავების გარდა, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი  კანისთვის?

- ნებისმიერ ასაკში ჩვენს კანს ასევე სჭირდება დატენიანება და ეს თინეიჯერობის ასაკში უნდა დავიწყოთ. ვინც ასე მოუვლის კანს თინეიჯერობიდან, დიდხანს შეინარჩუნებს ახალგაზრდა კანს. ხშირად მშობლები იძლევიან ხოლმე რჩევას, ნუ იწყებთ რაღაც კრემების გამოყენებას, ჯერ ადრეაო. ჩვენი გარემო არ იძლევა საშუალებას, კანმა თავისით აღიდგინოს თავი და შველა და დაცვა სჭირდება გარე აგრესიისგან. მაგალითად, კომპიუტერის თუ ტელეფონის დასხივება, მზის ჭარბი აქტიურობა, გარემოს დაბინძურება... გარდატეხის ასაკიდან შეიძლება გამოიყენონ ასევე ნიღბები, რომელიც ახალგაზრდა ასაკისთვის არის გათვალისწინებული, მაგალითად, გამწმენდი თიხის ნიღბები. დამატენიანებელი ნიღბებიც კარგია. თვალის გარშემო არსებული ადგილი, როგორც წესი, პირველი მეტყველებს ჩვენს ასაკზე, მაგრამ ყველაზე გვიან გვახსენდება მის შესახებ. გვახსენდება მაშინ, როცა უკვე ცვლილებას ვხედავთ. არადა, დღეს არსებობს მსუბუქი ხაზები ამ კუთხითაც – თვალის ირგვლივ დამატენიანებელი. ახალგაზრდებში ხშირია მუქი წრეები თვალის ირგვლივ, რომელსაც თვალის დამატენიანებელი აგვარებს და მისი გამოყენება დასაშვებია 14–16 წლიდან.

- კარგად მოვლილ კანს, ახალგაზრდულ ასაკში,  ალბათ მაკიაჟიც ნაკლებად სჭირდება...

 - კარგად  მოვლილი და ჯანსაღი კანი ახალგაზრდა ასაკში  სწორედ რომ თინეიჯერების პრიორიტეტია, რასაც თავად გვიან ხვდებიან. ამ დროს, უნდათ, უფრო დიდი ასაკისას ჰგავდნენ და მაკიაჟი ერთგვარი ხერხია ამისთვის. არადა, ბუნებრივი, ჯანსაღი კანი ყველაზე ლამაზია.

 - წელს მაკიაჟის დროს როგორი ფერებია მოდაში?

 - დღესდღეობით ტრენდულია მუქი ფერები და ეს ეხება ახალგაზრდა გოგონებსაც. უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ სახის ფერი ტონალურის ფერისგან დიდად არ  განსხვავდებოდეს. ხშირად სახის კანზე მუქ ტონალურს ისვამენ, რაც იწვევს სახის წყვეტას კისერთან – კისერი თეთრია. ეს არაბუნებრივი და არც ისე ლამაზია. თუ გოგონას გარუჯვა უყვარს, უნდა გამოიყენოს შესაბამისი საშუალება, რომ არ დაიზიანოს კანი, არ დაიწვას. თან, ასეთი დამცავი საშუალებები კიდევ უფრო ახანგრძლივებენ რუჯს, უფრო ლამაზი და თანაბარიცაა და არც აიქერცლება. დღეს მსოფლიო მოდის ტრენდი თქვენი კანის ბუნებრივი ფერია. თუ პუდრის და ტონალურის, – ნაკლის დამფარავის, – გამოყენება გინდათ, ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენი კანის ფერს.

- საბანკეტო სეზონია. მათთვის, ვინც ახალ ცხოვრებას ამ დღიდან იწყებს, მნიშვნელოვანია, ფოტოებზე საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ. როდის უფრო კარგი ფოტო გამოდის, როგორი მაკიაჟით და რას ურჩევდით გოგონებს?

 - მაკიაჟით უფრო სრულყოფილი ფოტო გამოდის, რადგან მაკიაჟი ფარავს ნებისმიერ ხარვეზს და ხაზს უსვამს იმ ლამაზ ნაკვთებს, რაც გოგონას გააჩნია. მუქი მაკიაჟი აუხეშებს სახეს და ასაკს მატებს. ასაკის ჭარბი მატება რომ არ იყოს და  ნორჩი და ნაზი იერსახე შეინარჩუნონ, ვურჩევ, აქცენტი მხოლოდ ტუჩზე ან მხოლოდ თვალზე გააკეთონ და არა ორივეზე. გოგონას სახის აგებულებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს, რომელზე გაკეთდება აქცენტი. კარგია ასევე ნეიტრალური მაკიაჟი, როცა საშუალო დატვირთვაა თვალზეც და ტუჩზეც ერთდროულად – არც ტუჩი ყვირის და არც – თვალი. 

- თხელ და პუტკუნა სახეებს თუ ავიღებთ, რომელს უფრო უხდება გადატვირთული მაკიაჟი და პირიქით?

- სულ არ არის დამოკიდებული ეს ამბავი სახის ზომაზე. ნაკვთებია მთავარი. ხშირად სახის ნაკვთები არ გაძლევს საშუალებას, რომ გადატვირთო სახე. არსებობს ხრიკები, რომლითაც შეიძლება სახე დააკორექტირო –  თხელი სახე უფრო მეტად გაწიო და გამოხატო და პუტკუნას მსუბუქი კონტურით შეუვიწროვო სახე.

- რამდენიმე ხრიკი იქნებ ვასწავლოთ გოგონებს...

- როცა ტონალურის შეძენას გადაწყვეტენ, ხელზე არ მოსინჯონ, როგორც ამას მუდმივად აკეთებენ. ჩვენი სახის და ხელის კანის ფერი რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. აიღეთ სამი ტონალურის ფერი, რომელიც მოგწონთ და თქვენთვის შესაფერისად მიგაჩნიათ. დაიტანეთ მათი თხელი ფენა ლოყაზე ერთმანეთთან ახლოს და თავადვე მიხვდებით, რომელი უფრო შეესაბამება თქვენი სახის ფერს. ხელის ფერი, როგორც წესი, უფრო მუქია, ვიდრე სახის კანი და აგებულებაც განსხვავებულია. ხელი ისედაც ყოველთვის უფრო მშრალია და დიდ განსხვავებას გაძლევს. თან, გაითვალისწინეთ, რომ ტონალური კრემების ფერი, როგორც წესი, ერთ საათში, ნახევარი ტონით მუქდება. თქვენი სახის კანზე, მაქსიმუმ, ერთი ტონით მეტი შეიძლება იყოს ტონალური, მეტით –  არა, თორემ დიდ განსხვავებას მოგცემთ.

ტუჩსაცხსაც ხელზე ისვამენ და ისე სინჯავენ. ამ დროს ხელისა და ტუჩის ფერი სრულიად სხვაა. ჯობს, თითის გულებზე მოსინჯონ, რადგან ტუჩის ფერს ემთხვევა.

თინეიჯერებს უყვართ რუჯის გამომხატველი პუდრები და მათ მინდა ვუთხრა, რომ მისი გადაჭარბება იწვევს სიყვითლის და არა რუჯის ეფექტს. ასეტ დროს მცირე რაოდენობის „რუმიანა“ შეუძლიათ დაიტანონ ჯანსაღი ფერის მისაცემად.

თავიდან, როცა მაკიაჟის კეთებას იწყებენ, უნდათ ხოლმე დაბურული თვალი და ხშირად არ გამოსდით. ვურჩევ, პირდაპირ შავი ფანქრით კი არ დაიწყონ მაკიაჟის კეთება, არამედ ნეიტრალური, მუქი ყავისფერი ფანქრით, რომელიც კანთან შედარებით ახლოსაა. ხელს რომ გაიწაფავენ, მერე შავზე გადასვლაც შეუძლიათ. პირდაპირ შავს რომ ისმევენ, უჭირთ და საერთოდ ანებებენ თავს, რადგან თვლიან, რომ ვერ ახერხებენ ფანქრის წასმას თვალზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება