მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ასფალტზე ხატვა მოეწყო .
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ყველა კლასის მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და ასე გაილამაზეს დღე (პედაგოგი - თ. გოგოლიძე გახლავთ).
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.
იხილეთ ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“