მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის, ეკის საკარო სკოლის „პოვნელთა“ კლუბმა შემაჯამებელი ღონისძიება - „ვინ და რა გამოიგონა“ ჩაატარა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უდიდესი მეცნიერები და მათი გამოგონებები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო და თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის ჩამოყალიბების მთავარი იდეა იყო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის გაღრმავება. ასევე სხვადასხვა უნარების განვითერება, როგორიცაა - თვითმართვა, ინფორმაციის მართვა, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა, პრობლემის გადაწყვეტილების მიღება.
მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი. იმუშავეს სხვადასხვა საოფისე პროგრამებში, წაიკითხეს რამოდენიმე წიგნი,(ოქსფორდის ენციკლოპედია და დიდი გამომგონებლები ).
ღონისძიებაზე წარმოადგინეს ცხრა პრეზენტაცია პროგრამა PowerPoint- ში.
მოამზადეს მოსაწვევი პროგრამა -Word -ში.
მოამზადეს სამი კედლის გაზეთი.( 1.ავტომობილების გავითერების სხვადასხვა მოდელები. 2. კლუბის ემბლემა და სიმბოლოები. 3. თორმეტი უდიდესი მეცნიერი)
გაითამაშეს სკეტჩი კინოფილმიდან - შერეკილები.
მონაწილეობდნენ მხიარულ მათემატიკაში . სადაც წარმოდგენილი იყო ოცი საკითხი.
„მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მათთვის დაკისრებულ დავალებებს. გამოთქვეს სურვილი მომავალ წელსაც მსგავს აქტივობაში ჩართვაზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო